iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საკუთრების უფლებაში ჩარევა
იურიდიული სტატია

საკუთრების უფლებაში ჩარევა

29-11-2022, 12:17 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 333 ნახვა
საკუთრების უფლებაში ჩარევა

საკუთრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული, აღიარებული და ხელშეუვალი უფლებაა. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. თუმცა, კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა შესაძლებელია. ასეთ შემთხვევას განეკუთვნება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია [საკუთრების ჩამორთმევა] ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

საკუთრების ჩამორთმევა ხორციელდება ჩამონათვალში მითითებული სამუშაოების წარმოების მიზნით:

ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის;

ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის;

გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის;

დ)ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის;

ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის;

ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის;

ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის;

) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის;

ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის;

კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.

ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ მესაკუთრე იღებს კომპენსაციას, კომპენსაციის დადგენა ხდება მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ახდენენ ქონების შეფასებას. შესაძლებელია ქონების სანაცვლოდ მესაკუთრეს ფულადი კომპენსაციის ნაცვლად გადასცენ სხვა ქონება. თუმცა აღნიშნულზე აუცილებელია მისი თანხმობა. თუ ექსპროპრიატორი ანი ის, ვინც აწარმოებს ქონების ჩამორთმევას, და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, რა შემთხვევაშიც ფასის დადგენა ხდება სასამართლოს მიერ, რომელიც აღნიშნულს ახდენს დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებაზე დაყრდნობით.

სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებისას ითვალისწინებენ ასევე მასზე არსებული ნათესების ღირებულებას, რომელიც გამოიანგარიშება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რომელსაც ქონების მესაკუთრე მისგან მიიღებდა მიმდინარე სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე თესვა განხორციელდა ქონების შეფასების შემდეგ, მათი ღირებულება კომპენსაციის განსაზღვრისას არ იქნება გათვალისწინებული.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sakutreba, sakutrebis ufleba, sakutrebis uflebashi chareva, sakutrebis chamortmeva, qonebis chamortmeva, kompensacia, qonebis shefaseba, საკუთრება, საკუთრების უფლება, საკუთრების უფლებაში ჩარევა, საკუთრების ჩამორთმევა, ქონების ჩამორთმევა, კომპენსაცია, ქონე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ–სამართლებრივი გამართლება

საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ–სამართლებრივი გამართლება

ვრცლად

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

ვრცლად

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

ვრცლად

როგორ უნდა დავირეგისტრიროთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ?

როგორ უნდა დავირეგისტრიროთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ?

ვრცლად

რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწად?

რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწად?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp