iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » უძრავი ქონების რეგისტრაცია » როგორ უნდა დავირეგისტრიროთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ?
იურიდიული სტატია

როგორ უნდა დავირეგისტრიროთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ?

27-12-2021, 21:21 უძრავი ქონების რეგისტრაცია / მიწის რეგისტრაცია / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი 1 090 ნახვა
როგორ უნდა დავირეგისტრიროთ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ?

რა არის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი და როგორ უნდა დავირეგისტრიროთ?

თვითნებურად დაკავებული მიწა არის "საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი შენობით ან მის გარეშე, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. ასეთი ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს აღიარებითი კომისიის მეშვეობით, შეისწავლის ვითარებას და გასცემს ან არ გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას. უკვე აღიარებული მიწის საკუთრების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლში და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის მოწმობა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, კომისიის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია, ადვოკატის 599 50 55 78 ყოლის შემთხვევაში სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გაგაცნობთ საქართველოს უზენაესი სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პრაქტიკას საქმეზე: #ბს-367-363(კ-12) ხ.მ-ემ მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაცია დაზუსტებული სახით. სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა საქმის წარმოება, რადგან მოსარჩელის მიერ წარდგენილ ნახაზზე მითითებული საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს. მოსარჩელის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ნახაზი ასახავდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტ მონაცემებს, რომელიც გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა გადაწყვეტილების გადმოცემა იმ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც იჭრებოდა მის მიერ წარდგენილ საკადასტრო-აზომვით ნახაზში მითითებული უძრავი ქონება. სააგენტომ გადმოუგზავნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც მოსარჩელის ნაკვეთზე დარეგისტრირდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება, რომლის რეგისტრაციის საფუძველი არის ქონების მართვის სააგენტოს წერილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.11 წ. გადაწყვეტილებით ხ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.12 წ. განჩინებით ხ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად ჩათვალა, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს N06-8/1578 წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის N882011078803-03 გადაწყვეტილება. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში გამოეცა ახალი ინდ. აქტი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, ასევე, საზღვარგარეთ ნებისმიერი სირთულის საქმეზე, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, შეღავათიან ფასად, კაპიტალის ბაზარი, საკორპორაციო, სამეწარმეო, სამართალი და M&A, უძრავი ქონება და სამშენებლო საქმე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწად?

რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწად?

ვრცლად

როგორ გავიფორმოთ თვითნებურად და არათვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი?

როგორ გავიფორმოთ თვითნებურად და არათვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი?

ვრცლად

მიწის და სახლის დაკანონება

მიწის და სახლის დაკანონება

ვრცლად

ქონებრივი დავები

ქონებრივი დავები

ვრცლად

სამკვიდროს გაყოფის შეჩერება

სამკვიდროს გაყოფის შეჩერება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp