iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დონაცია - რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა
იურიდიული სტატია

დონაცია - რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

28-11-2022, 13:58 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 261 ნახვა
დონაცია - რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

ორგანოთა ტრანსპლანტაციის ოპერაციები უკვე წლებია, რაც წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ორგანოთა გადანერგვაა შესაძლებელი, სამი ათეული წელია, საქართველოც შეემატა. ტრანსპლანტაციის მიზანი ავადმყოფი ორგანოს ჯანმრთელით ჩანაცვლებაა. საქართველოში, გადანერგილი ორგანოებით, სიცოცხლეს 100-ზე მეტი ადამიანი ინარჩუნებს.

ორგანოს გაცემა რასაკვირველია ნებაყოფლობითია, თუმცა ორგანოთა გადანერგვისთვის საჭიროა ტრანსპლანტაციის საბჭოს, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში სასამართლოს თანხმობა. გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

ა) დონორი ქმედუნარიანია, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ხდება არასრულწლოვანისგან ძვლის ტვინის აღება სხვა ადამიანისთვის გადასანერგად.

ბ) ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს:

ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;

ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;

ბ.გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.

ბ.დ) რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი, თუ ცოცხალი დონორი ამ მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის არ მოიძებნა და არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი.

ცოცხალი დონორის შესაძლებელი დონორობა გამოირიცხება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ასაკი 18 წელზე ნაკლები ან 65 წელზე მეტი;

ბ) ჰიპერტონია 140/90-ზე მეტი;

გ) შაქრიანი დიაბეტი;

დ) პროტეინურია (250 მგ-ზე მეტი 24 საათიან შარდში);

ე) კლირენსი ნაკლები 80 მლ/წთ-ზე;

ვ) შარდკენჭოვანი დაავადება და სხვა პათოლოგიები, რომლებიც იწვევს თირკმლების ფუნქციურ და ორგანულ დაზიანებებს;

ზ) მიკროსკოპული ჰემატურია;

თ) შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებები: ფილტვების ქრ. დაავადება, სიმსივნური პროცესები და სხვ.);

ი) თრომბოზები და თრომბოემბოლიზმი;

კ) სიმსუქნე (იდეალურ წონაზე 30%-ით მეტი წონა).

ორგანოებით ვაჭრობა ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, აკრძალული საქმიანობაა და კანონით ისჯება. შესაბამისად, ორგანოს ყიდვა შეუძლებელია. ჩვენს ქვეყანაში დონორობა წმინდა ალტრუისტული საქმინობაა, იგივე ქველმოქმედებაა. დონორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას ამაში თანხას არ უხდიან. თუ ადამიანს ესაჭიროება თირკმლის ან ღვიძლის გადანერგვა და მას ჰყავს ახლობელი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მისი დონორი, ეს შესაძლებელია და კანონით აკრძალული არ არის.

პოტენციური ცოცხალი დონორისაგან ინფორმირებული თანხმობის მისაღებად მას უნდა განემარტოს:

ა) ორგანოს აღებისათვის საჭირო ოპერაციული ჩარევის სახე, მოცულობა, რისკი, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, დონორის ჯანმრთელობაზე ოპერაციული ჩარევის მეყსეული და შორეული, უშუალო და გაშუალებული შედეგების უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობა;

ბ) ცოცხალი დონორისაგან აღებული ორგანოს გადანერგვის მოსალოდნელი შედეგის –წარმატების თუ წარუმატებლობის ყველა შესაძლებლობა;

გ) ყველა შესაძლო გარემოება, რამაც შეიძლება იმოქმედოს დონორის გადაწყვეტილებაზე.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: donacia, organota gadanergva, donori, donoris qmedunarianoba, დონაცია, ორგანოთა გადანერგვა, დონორი, დონორის ქმედუნარიანობა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ძირითადი სანოტარო სერვისები

ძირითადი სანოტარო სერვისები

ვრცლად

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

ვრცლად

საქორწინო ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება

ვრცლად

რა არის საქორწინო ხელშეკრულება?

რა არის საქორწინო ხელშეკრულება?

ვრცლად

მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp