iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა
იურიდიული სტატია

მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

28-11-2022, 13:26 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 447 ნახვა
მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

საქართველოს კანონმდებლობაში საოჯახო დავები არცთუ ისე მარტივად მიიჩნევა, მითუმეტეს, თუ ეს დავა ბავშვებს ეხება, რადგან მშობელს არასრულწლოვანი შვილის მიმართ არაერთი უფლება-მოვალეობა ეკისრება - მშობლები ვალდებულნი არიან ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე იზრუნონ მის ნორმალურ რჩენა-აღზრდაზე და შექმნან საამისოდ საჭირო პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მას მშობლის უფლებაც კი ჩამოერთვას.

საქართველოს კანონმდებლობაში მშობლის უფლების შეზღუდვისა და შეჩერების სამართლებრივ საფუძვლები დეტალურად არის გაწერილი. იურისტების განმარტებით, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს შეუძლია, შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. ამასთანავე, თუ ბავშვის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა, ასეთი ბავშვის მიმართ დგინდება მეურვეობა და მზრუნველობა.

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით.

მშობლის უფლება მოვალეობა ჩამორთმეული პირი კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა. შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას.

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი.

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: mshobeli, bavshvi, mshoblis uflebis chamortmeva, mshoblis uflebis agdgena, მშობელი, ბავშვი, მშობლის უფლების ჩამორთმევა, მშობლის უფლების აღდგენა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

ვრცლად

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

ვრცლად

საზღვრის კვეთის ნებართვა

საზღვრის კვეთის ნებართვა

ვრცლად

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ვრცლად

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp