iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა
იურიდიული სტატია

ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა

2-11-2022, 16:05 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 382 ნახვა
ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა


დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ღირებულება და ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი უფლებების სრულფასოვნად დაცვაა. ამ ორი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს , რომ ერთი პირის მიერ მეორესთვის ზიანის მიყენებისას , აუცილებლად უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. სამართლებრივ სახელმწიფოში ადმინისტრაციულ ორგანოს დიდი როლი აქვს მოცემულ საკითხში , ვინაიდან იგი უზრუნველყოფს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების იმგვარად განხორციელებას , რომ გარანტირებული და დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები და არ მოხდეს მისი არალეგიტიმურად და გადაჭარბებულად შეზღუდვა . დღევანდელ რეალობასა და სამართლებრივ პრაქტიკაში მეტად აქტუალური და პრობლემური საკითხია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანი და მისი ანაზღაურება. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა , რომ წარმოვაჩინო მნიშვნელოვანი ასპექტები . არსებობს მოსაზრება , რომ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა უშუალო კავშირშია სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან და მის ნაწილს წარმოადგენს. დასავლური სამართლებრივი სისტემები შეთანხმდნენ იმაზე , რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს საჯარო მომსახურეების მიერ თავიანთი უფლებამოსიელბისა და საქმიანობის განხორციელებისას მიყენებულ ზიანის ანაზღაურებაზე. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა გამოიხატება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში . საინტერესოა რა სახის ზიანთან გვაქვს საქმე და როდის წარმოეშობა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი პასუხისმგებლობა ? ზიანის საჯაროსამართლებრივი განმარტებისთვის შეგვიძლია მოვიშველიოთ სამოქალაქო სამართალი , ვინაიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ გვთავაზობს ამ ცნების არსს. ,, ფიზიკური პირი უფლების ან კეთილდღეობის დამცირება და განადგურება ‘’ გერმანული კანონმდებლობით კი ზიანი შემდეგნაირად არის განმარტებული - ,, ზარალი , დაზიანება შეიძლება ქონებრივ დაზიანებაში გამოიხატოს , როდესაც არსებობს ქონების სახით მიყენებული ზარალი ‘’. ეს ყოველივე რომ დავაკავშიროთ ჩვენს განსახილველ თემასა და უშუალოდ ადმინისტრაციულ სამართალს , ზიანი შეიძლება გამოწვეულ იქნეს მაგალითად ადმინისტრაციული ორგნაოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით , რომლის ძალითაც კონკრეტულ პირს არაკონსტიტუციურად ეზღუდება უფლება და ადგება როგორც მორალური , ისე მატერიალური ზარალი. ასეთ დროს , რა თქმა უნდა , დაზარალებულ პირს სრული უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და პირდაპირ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა. შესაძლოა ამ მსჯელობიდან დავადგინოთ თუ რა არის წინაპირობები ადმინსიტრაციული ორგანოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა. პირველ რიგში აუციელებლია სახეზე გვქონდეს ზიანის გამომწვევი ქმედება , რომელიც უშუალო კავშირში იქნება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან , აგრეთვე საჭიროა იყოს არაკანონიერი , მართლსაწინააღმდეგო და მოკლედ რომ ვთქვათ ნამდვილად უნდა არსებობდენს მიზეზობრივი კავშირი მიყენებულ ზიანსა და საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებასთან. ადმინისტრაციული ორგანოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუციელებელია ზიანის გამომწვევი ქმედება გამოხატვას ჰპოვებდეს სხვა პირის მიმართ არსებული სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევაში. არის ხოლმე შემთხვევები , როდესაც მესამე პირებსაც ერღვევათ უფლებები და ინტერესები. ეს რომ დავადგინოთ მართლაც დაირღვა თუ არა აუცილებელია გაირკვეს ხელყოფილი ნორმა რა სუბიექტთა წრეს მოიცავს და აგრეთვე რა სახის უფლებები შედის ამ ნორმის დაცვის საგანში. საინტერესოა პასუხისმგებელი სუბიექტის გამოვლენაც , ამ სიტუაციაში საჭიროა გავარკვიოთ რომელი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით დადგა ზიანი , ,, მაგალითად, თუ ზიანი გამოწვეულია უკანონო ბრალდების შედეგად პირისათვის პატიმრობის შეფარდებით, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ბრალდების მხარეს, რომელმაც დაუსაბუთებლად, არასაკმარისი მტკიცებულებების პირობეში მოითხოვა ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდება.’’ პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია აგრეთვე მართლწინააღმდეგობა და ბრალი . თუმცა აღსანიშნავია ისიც , რომ ეს საკითხი მოიაზრებს გარკვეულ გამონაკლისებსაც. ჩვენთვის ცნობილია , რომ ყოვლად დაუშვებელია სამართლებრივი სიკეთი ხელყოფა / შეზღუდვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მაგრამ გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება სიკეთის შეზღუდვას თუკი ეს ყოველივე გამოწვეული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი მოქმედებით , ესეიგი კანონიერი ქმედებით. მეტად საყურადღეობა მოხელის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სამართლიანობის პრინციპი იმპერატიულად მოითხოვს რომ, თუკი სახელმწიფოს მოხელემ თავიანთი საქმიანობით მიაყენა ზიანი ინდივიდს, ანაზღაურება მოთხოვნილ უნდა იქნეს სწორედ იმისგან , ვისი ინტერესისა და საქმიანობის გამოც დაზარლდა, თუმცა რეალურ პრაქტიკაში სამწუხაროდ ასე არ ხდება, რაც ჩემი აზრით გაუმართლებელია. პასუხისმგებლობის ამ მოდელით , სახელმწიფო პირდპაირ ცდილობს , რომ თავი გაითავისუფლოს რიგი ვალდებულებებისგან , თუმცა სახელმწიფო პირიქით მოვალეა თავისი მოსახლის , რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ინდივიდის კეთილდღეობა. აქ რიგი გარემოებებია გასათვალისწინებელი , შესაძლებელია , რომ სახელმწიფო მოხელეს , ვისაც დაეკისრა ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა იყოს გადახდისუუნარო , გახდეს შრომისუუნარო ანდაც ისეთი ზიანი დადგეს , რომლის გადახდაც პასუხისმგებელი პირის ,, ბიუჯეტს ‘’ მნიშვნელოვნად სცილდება. ამ ყოველივეს კი შესაძლოა მოჰყვეს ორივე მხარის დაზარალება , ვინაიდან პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე ზიანს ვერ აუნაზღაურებს და დაზარალებული მეორე მხარის სამართლებრივი სიკეთეც ხელყოფილი და შეზღუდული დარჩება. გარდა საჯარო მოხელის პასუხიმგებლობის მოდელისა , ადმინისტრაციული სამართალი აგრეთვე ცნობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. მოცემული მოდელი შედარებით მისაღებია , ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოა სრულიად პასუხისმგებელი საკუთარი მოხელის ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

გერმანული სამოქალაქო კოდექსის 278-ე პარაგრაფით დადგენილია , რომ ,, ზიანის მიმყენებელს ბრალი მიუძღვის მისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირების წინაშე , რომელთაც იგი თავისი ვალდებულებების შესასრულებლად ემსახურება იმავე მოცულობით , რა მოცულობითაც მიაყენა მან ზიანი მესამე პირებს. ზიანის მიმყენებელს წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება თავიანთი კანოონიერ წარმომადგენლისთვის . ეს წესი ასევე ეხება ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე მოხელის პასუხისმგებლობის საკითხს , რაც ისეა გაგებული რომ ორგანომ პასუხი უნდა აგოს მისი მოხელის მიერ მიყენებული ზიანისთვის , ხოლო მოხელეს სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება , რა მოცულობითაც სახელმწიფომ პასუ იაგო მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოებისა და სუბიექტების ლეგიტიმაციის ხარისხიდან გამომდინარე, ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესის მთავარი საგანია საჯაროსამართლებრივი ორგანოებისგან მიყენებული ზიანის ეფექტური და სწრაფი ანაზღაურება . მოცემული კი განმტიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციაში , ისე საქართველოს ზოგად ადმინსიტრაციულ კოდექსში.


ავტორი: ანა კალანდაძე


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.



შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: administraciuli organo, pasuxismgebloba, sajarooba, ziani, sajarosamartlebrivi uflebamosileba, ადმინისტრაციული ორგანო, პასუხისმგებლობა, საჯაროობა, ზიანი, საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

ვრცლად

დისკრეციული უფლებამოსილება

დისკრეციული უფლებამოსილება

ვრცლად

კანონიერი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში

კანონიერი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში

ვრცლად

შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში

შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში

ვრცლად

საქორწინო ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp