iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » 9 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾1.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს
იურიდიული სტატია

9 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾1.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

26-10-2022, 10:51 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 353 ნახვა
9 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾1.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკების საქმიანობის 9 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 14 ბანკის საერთო მოგება ამ პერიოდში 1.53 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მოგების ეს მაჩვენებელი 110 მილიონი ლარით (7%-ით) ნაკლებია.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ბანკების მიერ მიღებულმა მთლიანმა საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლებმა 5.38 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. მათ შორის საპროცენტო შემოსავლები 4.1 მილიარდი ლარი იყო. აქედან ფიზიკური პირების მიერ გადახდილი პროცენტი 2.15 მილიარდი ლარი, ბიზნესების მიერ გადახდილი პროცენტი კი 1.39 მილიარდი ლარი იყო.

არასაპროცენტო შემოსავლებმა კი 33%-ით იმატა და 1.28 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ თანხიდან საკომისიოები 417 მილიონი ლარი იყო. ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან კი ქართულმა ბანკებმა 605 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

რაც შეეხება ხარჯებს, მათი მოცულობა 3.6 მილიარდი ლარი იყო. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა, 2 მილიარდი ლარი ბანკებმა საპროცენტო ხარჯებზე გასწიეს. აქედან 1.1 მილიარდი ლარი მომხმარებლების დანაზოგებზე დარიცხული სარგებელი იყო. თავად ბანკების მიერ ნასესხები ვალდებულებების პროცენტზე კი 711 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ბანკებს 21%-ით გაეზარდათ აპარატის შენახვის ხარჯები, რაზეც მათ წელს 700 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს. საბოლოოდ ბანკებს 1.77 მილიარდის მოგება დარჩათ, საიდანაც 245 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს, რის შემდეგაც მათმა წმინდა მოგებამ 1.53 მილიარდი ლარი შეადგინა.



შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: banki, qartuli banki, mogeba, ბანკი, ქართული ბანკი, მოგება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

ვრცლად

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი კომპანიის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი კომპანიის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

ვრცლად

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი გარემოებები

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი

ვრცლად

სააბონენტო სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

სააბონენტო სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ვრცლად

გაზრდილი პენსიები, მომატებული ხელფასები

გაზრდილი პენსიები, მომატებული ხელფასები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp