iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » სააბონენტო სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში
იურიდიული სტატია

სააბონენტო სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

6-01-2022, 15:15 სიახლე / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი 890 ნახვა
სააბონენტო სისტემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

„სააბონემენტე, ულიმიტო სისტემა 1-ლი თებერვლიდან დაინერგება და შევა ძალაში, თუმცა, 1-ელ თებერვლამდე, საზოგადოებას - მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ აბონემენტები 5 იანვრიდან. აბონემენტები გაიყიდება მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში, სადაც ახალი ბარათები და აბონემენტები გაიყიდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში, ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, 1 ლარად, შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით (მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით) სარგებლობა და ამ ტრანსპორტებს შორის გადაჯდომისას, დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში;

ასევე, შემოგვაქვსულიმიტო, ერთდღიანი ბარათი, რომელიც 3 ლარი ეღირება. მის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ 3 ლარად იმგზავროს;

ამასთან, შემოგვაქვსულიმიტო, 1-კვირიანი ბარათი, რომელიც 20 ლარი ეღირება. მის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა;

ულიმიტო, 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება. ეს, ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში, საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი, თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ;

ასევე გვაქვსულიმიტო, 3-თვიანი ბარათი, რომელიც 100 ლარი ეღირება.ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის;

6-თვიანი ბარათის ღირებულება 150 ლარი იქნება.ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს;

1-წლიანი ულიმიტო ბარათის ღირებულება იქნება 250 ლარიმის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით:

* საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ შეძლებენ მგზავრობას თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები.

* 20 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული დაწესებულების სტუდენტები, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურები და სხვა;

* 10 თეთრად მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 70 ათასი და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

ფოტო: დაიჯესტ.პია.გე

წყარო: იმედი

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საგადასახადო დავები 599505578, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრება, საჩივრის წარდგენა, natia nakashidze, natia, nakashidze, lawyer 599505578, lawyer in Georgia +995599505578, viber, whatsapp, საადვოკატო ბიურო, საადვ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დღეიდან დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო

დღეიდან დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების გაყიდვა დაიწყო

ვრცლად

1-ელი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

1-ელი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

ვრცლად

კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელოს და მიწები დაიტაცოს

კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა

ვრცლად

იტალიაში FFP2 ტიპის ნიღაბი აფთიაქებში 0,75 ევროდ გაიყიდება – შეთანხმება მიღწეულია

იტალიაში FFP2 ტიპის ნიღაბი აფთიაქებში 0,75 ევროდ გაიყიდება – შეთანხმება მიღწეულია

ვრცლად

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp