iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » კანონის უკუძალის აკრძალვა
იურიდიული სტატია

კანონის უკუძალის აკრძალვა

12-10-2022, 14:24 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 311 ნახვა
კანონის უკუძალის აკრძალვა


ცნობილია, რომ ნებისმიერი კანონი განსაზღვრულ დროსა და სივრცეში მოქმედებს. კანონის მოქმედება დროში გულისხმობს კანონის ძალაში შესვლასა და მის ძალდაკარგულად აღიარების დროებს შორის მონაკვეთს. თანდათანობით, საზოგადოების ცნობიერების ცვლილებასთან ერთად იცვლება კანონმდებლობაც, ახალი კანონი ცვლის ძველს, თუკი ორივე მათგანი ერთსა და იმავე ურთიერთობებს აწესრიგებდა. ძველი და ახალი კანონები, როგორც წესი, ერთმანეთს უპირისპირდებიან და საკითხს განსხვავებულად წყვეტენ. ასეთ შემთხვევაში ვაწყდებით კანონის უკუქცევის ძალის, ანუ უკუძალის გამოყენების საკითხს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკუძალის გამოყენება აკრძალულია, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. კანონის უკუძალის გამოყენება შეზღუდული არის არამარტო სისხლის სამართალში, რაზეც საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლში, არამედ სამოქალაქო სამართალშიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლიდან გამომდინარე.

კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონი აძლევს პირს გარანტიას მხოლოდ ორ საკითხზე:

1) ქმედების დანაშაულებრიობის დაწესებას ქმედების ჩადენის შემდეგ არა აქვს უკუძალა;

2) ქმედების დასჯადობის გამკაცრებას ქმედების ცადენის შემდეგ არ აქვს უკუძალა.

მაშასადამე, თუკი ახალი სამართლის ნორმა აუარესებს პირის მდგომარეობას, აწესებს სასჯელს ან უკვე არსებულ სასჯელს ამძიმებს, მაშინ მისი გამოყენება აკრძალულია, ხოლო ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ის ნებადართულია. ეს განიმარტება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის დებულებით, რომლის თანახმადაც ,,არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. მეტად მნიშვნელოვანია კანონისთვის უკუძალის მინიჭება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ნორმა აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს არსებულ სასჯელს.ამასთან აღსანიშნავია, რომ თუკი ახალი კანონი აწესებს ხანდაზმულობის ან ნასამართლეობის გაქარწყლების ახალ ვადებს ან განსხვავებულ წესს, მაშინ ამ ნორმას ექნება უკუძალა, განურჩევლად იმისა, აუმჯობესებს იგი პირის მდგომარეობას თუ არა.

გამოდის რომ, თუ კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, იგი უნადა შემცირდეს ახალი კანონის სანქციის ფარგლებში. აღნიშნულს უფრო ნათლად დავინახავთ მაგალითის გამოყენებით. ვთქვათ, რაღაც დანაშაულისთის გათვალისწინებული იყო სასჯელი 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირი გასამართლდა მოცემული კანონით და მიესაჯა პატიმრობა 8 წლის ვადით. შემდგომ კი გამოვიდა ახალი კანონი, რომლის საფუძველზეც ამავე დანაშაულისთის სასჯელის მაქსიმუმად განისაზღვრა 5წელი. ასეთ დროს პირს შეუმცირდება სასჯელი ახალი კანონის მაქსიმუმამდე, ანუ 8 წლის ნაცვალდ მისი პატიმრობის ვადა განისაზღვრება 5 წლით. როგორც მაგალითიდანაც ჩანს, უკუძალაზე საუბრისას ხანდაზმულობის ვადების ათვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.


გამოყენებული ლიტერატურა:

გიორგი ხუბუა, ,,სამართლის თეორია“ (2015წ)

მერაბ ტურავა, ,,სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა“ , მე-9 გამოცემა, 2013წ

საქართველოს კონსტიტუცია

სისხლის სამართლის კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი


ავტორი: მაია მარკოიძე , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე3 სტუდენტი.


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: kanoni, ukudzala, კანონი, უკუძალა, კანონის მოქმედება დროში, კანონის ძალაში შესვლა, kanonis moqmedeba droshi, kanonis dzlashi shesvla
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ახალიი წესდება

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ახალიი წესდება

ვრცლად

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა.

ვრცლად

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი როგორც სამართლის წყარო

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი როგორც სამართლის წყარო

ვრცლად

სააქციო საზოგადოების ახალი წესდება

სააქციო საზოგადოების ახალი წესდება

ვრცლად

კომანდიტური საზოგადოების ახალი წესდება

კომანდიტური საზოგადოების ახალი წესდება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp