Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სამართლის ნორმის ინტერპრეტაცია

სამართლის ნორმის ინტერპრეტაცია



სამართალი და მისი სისტემა საკმაოდ რთული და მრავლისმომცვლელი ფენომენია . სამართალი არ არის უნივერსალური დროისა და სივრცის გარეშე არსებული ფენომენი, სამართალი დროსთან და გარემოებებთან ერთად იცვლება. შესაბამისად, ცვალებადია სამართლის ცნება და სადავოა მისი შინაარსიც. სამართალი უმნიშვნელოვანესი ფენომენია, არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას ისახავს მიზნად . ცნობილია, რომ სამართლის ცალკეული ნორმები ცალკეულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს აწესრიგებენ.

სამართალი შედგება მხოლოდ და მხოლოდ ნორმებისგან. სამართლის ნორმები კი “ მართლწესრიგის ელემემტარული ნაწილებია”.  მართლწესრიგი კი სამართლის ნორმის ერთობლიობაა. სამართლის ნორმა არის პრესკრიფციული, ჯერარსული წინადადებაა. საკმაოდ რთულია ზოგადაბსტრაქტული, ჯერარსული ნორმის ინტერპრეტაცია, თავისი ხასიათიდან გამომდინარე. მაგრამ  დვორკინი ამბობდა, რომ კანონის განმარტება არის ხელოვნება და მოსამართლე არის ფილოსოფოსიც და ხელოვანიც.მნიშვნელოვანია არა მარტო სამართლის ნორმების ცოდნა, არამედ ლოგიკური აზროვნება, არგუმენტების მოყვანა და ლოგიკური დასკვნების გაკეთება, რაც საკმაოდ დიდ ნიჭს და ფილოსოფიურ განვითარებას მოითხოვს. ნორმის  ინტერპრეტაცია (განმარტება) -  გულისხმობს მისი შინაარსიის გარკვევას, ე.ი. სწორედ იმის დადგენას თუ რა აზრი ჩააქსოვა მასში კანონმდებელმა. აუცილებელია, რომ ინტერპრეტატორმა საკუთარი თავი კანონმდებლის ადგილას წარმოიდგინოს. იურისტმა უნდა მოახდისნოს ჩადებული აზრის რეკონსტრუქცია, რაშიც მას პირველ რიგში ჰერმენევტიკა დაეხმარება. ჰერმენევტიკა ტექსტის სწორად გაგებას ემსახურება და საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს იურისტისათვის, სამართალში ხომ სწორედ ტექსტის ანალიზია მნიშვნელვანი.

რობერტ კოვერის ნაშრომში - “Violence and the world”, რომელიც გამოქვეყნდა 1986 წელს იელისის უნივერსიტეტში, ავტორი გვეუბნება შემდეგს: „ სამართლებრივი ინტერპრეტაცია ხორციელდება ტკივილისა და სიკვდილის სამფლობელოში. სამართლის ინტერპრეტაციული აქტები მიანიშნებენ და განაპირობებენ ძალადობისთვის მოხვევას სხვებზე. მოსამართლე ახდენს ტექსტის მისეული გაგების ანტიკულაციას და შედეგად კი ვიღაც კარგავს თავისუფლებას, საკუთრებას, ბავშვებს, სიცოცხლესაც კი. ინტერპრეტატორები ასევე უზრუნველყოფენ იმ ძალადობის გამართლებას, რომელიც უკვე განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია.“ რობერტ კოვერი ამ სიტყვებით გვაცნობს იმ შესაძლო ნეგატიურ შედეგს, რასაც ნორმის არასწორმა, უსამართლო ინტერპრეტაციას შესაძლოა მოყვეს. მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ინტერპრეტაციის გარეშე ნორმა არ არსებობს. თანდათანობით ნორმები გარკვეულ კომპლექსურ ხასიათს იძენენ, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ნორმების სხვადასხვა სახის ინტერპრეტაცია.

კანონის ინტერპრეტაცია, უშუალოდ  კანონის სიტყვათა მნიშვნელობით გაგებას გულისხმობს, იმ ფაქტობრივი, ღირებულებით და ჯერარსული წარმოდგენების დადგენას, რასაც კანონის სიტყვები გამოხატავენ. ნორმის ინტერპპრეტირებისას აუცილებელია, არაფერმა შეგვაფერხოს ,  ნორმის ინტერპრეტაციის პროცესში კი გვახსოვდეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, იურისტებს კი აქვთ არა მარტო პროფესიული ძალაუფლება, არამედ პროფესიული პასუხისმგებლობაც. სწორედ ამიტომ იურისტი, პირველ რიგში, უნდა იბრძოდეს სამართლიანობისკენ და არ უნდა ცდილობდეს ნორმის თვითნებურად გამოყენებას ინტერპრეტაციის სუბიექტური და არასამართლიანი ფორმით. “კანონის ინტერპრეტაცია არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების მათდამი მდგომი აზრის ახსნას, არამედ იგი ნიშნავს სხვადასხვა მნიშვნელობებიდან სწორი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შერჩევას”.

ცნობილი გერმანელი მეცნიერი, ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი სამართლის  ნორმის განმარტების შემდეგ 4 მეთოდს გამოყოფს: გრამატიკულ, ლოგიკურ, ისტორიულ და სისტემურ განმარტებებს. სავინის მოსაზრებით , ინტერპრეტატორმა თავი უნდა წარმოიდგინოს კანონმდებლის ადგილას და ხელოვნურად უნდა გაიმეოროს მისი საქმიანობა , რადგან მისი აზრით ინტერპრეტაცია კანონში ჩადებული აზრის რეკონსტრუქციას წარმოადგენს. სავინის მოსაზრების თანახმად, გრამატიკული განმარტების მიზანი იმ ლოგიკური კავშირების დადგენაა, რომლებიც სამართლებრივი თვალსზარისით ნორმის ნაწილებს და თავად ნორმებს სამართლის ერთიან სისტემაში აკავშირებდნენ ერთმანეთთან. .გრამატიკული განმარტება გულისხმობს , ნორმის შინაარსის გაგებას მისი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობის საფუძველზე . რადგანაც ნორმა წერილობითაა ჩამოყალიბებული უნდა ჩავუღრმავდეთ სიტყვათა მნიშვნელობას , მათ ლოგიკურ ბმას და მათ შინაარს.  უნდა მოხდეს ტექსტის ანალიზი .   ამავდროულად, სავინი ლოგიკური ხასიათის კავშირს, რომელშიც სამართლის ნორმა სამართლებრივი სისტემის სხვა ნორმებთან ერთიან კავშირში იყო განხილული,  ინტერპრეტაციის “სისტემურ” ხერხს უწოდებდა. “სისტემური“ ინტერპრეტაციის მიზანი სწორედ, რომ ცალკეული სამართლებრივი თვალსაზრისების სამართლებრივი სისტემის ერთიან კონტექსტში განხილვა იყო.

ისტორიული განმარტებას რაც შეეხება, იგი, კანონმდებლის ისტორიული მიზნის დადგენას ემსახურება. ისტორიული განმარტების პროცესში, ჩვეულებრივ, კანონის მიღებისას მიმდინარე იურიდიულ და პოლიტიკურ დებატებს ითვალისწინებენ. ნორმის ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ მისი მიღების დრო  და სამართლის შეფარდების დრო , რადგან შეიძლება მათ შორის დროის გარკვეული მონაკვეთი იყოს , ხოლო საზოგადოება მუდმივად იცვლება და მათი ღირებულებების გადაფასებაც ხდება .  განმარტების ეს ხერხი ისტორიული კონტექტიდან მომდინარეობს და მაგალითად , ისტორიულ-საზოგადოებრივი კონტექსტი მოიაზრებს  საზოგადოებრივ ინტერესებს იმ ისტორიულ ეპოქაში. დოგმატურ-ისტორიული კონტექსტი კი მოაზრდებს იმ იურიდიულ ცნებებს , რომლების იმ ისტორიულ ეპოქაში გვხვდებოდა.  ამ განმარტების ნაირსახეობაშიც გვხდება ობიექტური და სუბიექტური განმარტებები . სუბიექტური თეორიიის თანახმად , კანონმდებლის ისტორიული ნების გათვალისწინებას აქვს სავალდებულო ხასიათი , ხოლო ობიექტური, პირიქით ,მას სავალდებულო ხასიათს არ ანიჭებს .  ისტორიული ანალიზი ასევე მოითხოვს წინარე ისტორიის გარკვევას , იმის დადგენას რა მოვლენები უძღოდა წინ ამა თუ იმ ნორმის მიღებას.

სამართლის შეფარდების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ტელეოლოგიურ იურისპრუდენციას ეკუთვნის. იგი განსაკუთრებული იარაღია სამართალშემფარდებლის ხელში. მისი მეშვეობით “მოსამართლე არ ერევა კანონმდებლის პოლიტიკური კომპეტენციების სფეროში, მაგრამ ხელს უწყობს საგნობრივად სწორი გადაწყვეტილების მიღებას”. ტელეოლოგიური განმარტების მიზანია  კანონის ობიექტური მიზნის გარკევევა. ნებისმიერ სამართლის ნორმას საფუძვლად რაღაც მიზანი უდევს , და თუ ჩვენ ამ მიზანს გავარკვევთ მაშინ ნორმის შინაარსაც ჩავწვდებით . მე-5 შედარებით-სამართლებრივ მეთოდს პეტერ ჰერბელი ამატებს, არსებული სხვადასხვა ქვეყნის სამართლის შედარებას გულისხმობს ერთმანეთთან.

რომ შევაჯამოთ , სამართლის ნორმის ინტერპრეტაცია საკმაოდ მნივნელოვანია ნორმის სწორად , მკაფიოდ  და ნათლად გაგებისათვის . ყველა ზემოთ განხილული განმარტების ხერხი თავის მხრივ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და თავისებურად განმარტავს ნორმას .ნათელია, რომ მხოლოდ ერთ მხოლოდ ერთ რომელიმე განმარტების ხერხს ვერ გამოვყოფთ და საჭიროა რამდენიმე ხერხის კუმულაციურად გამოყენება ნორმის არსიდა და გაგების სირთულიდან გამომდინარე, რაც ნორმის სიღრმისეულად გააზრებაში დაგვეხმარება. სამართალშემფარდებლისთვის ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც საკმაოდ ძლერ ფილოსოფიურ, და ჰერმენევტიკულ და სხვაგვარ უნარებს მოითხოვს, ამიტომ განმარტების ნერბისმიერი ხერხი მიზანი სამართლიან, გამჭირვალე  და ნორმის სწორ განმატებას უნდა ემსახრებოდეს.


ბიბლიოგრაფია: 

შესავალი სამართლისმცოდნეობაში, ხუბუა გიორგი, 2015, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი. 

იურიდიული მეთოდების მოძღვრება, რაინჰოლდ ციპერიუსი 2006, გამომცემლობა ბეკი,მიუნხენი. 

სამართალმცოდნეობის საფუძვლები, ოლაფ მუთჰორსტი 2019, თბილისი.


ავტორი: ხატია ნონიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი .

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები