iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » შპს-ს გაუქმება საქართველოში
იურიდიული სტატია

შპს-ს გაუქმება საქართველოში

10-04-2026, 19:39 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 41 ნახვა
შპს-ს გაუქმება საქართველოში

გაქვთ ძველი შპს, რომელსაც აღარ იყენებთ და არ იცით აუცილებელია თუ არა მისი გაუქმება?
2026 წლიდან საქართველოში ბიზნეს რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა და ბევრი მეწარმე სწორედ ამ კითხვას სვამს.

ამ სტატიაში გაიგებთ:

  • აუცილებელია თუ არა შპს-ის გაუქმება
  • დაეკისრებათ თუ არა ჯარიმა
  • როგორ ხდება შპს-ის ლიკვიდაცია ეტაპობრივად
  • რა მოხდება თუ კომპანიას უბრალოდ დატოვებთ უმოქმედოთ?

სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე პასუხობს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კითხვას, რომელიც ბიზნესის მფლობელებს აწუხებთ.

მაქვს წლების წინ დაფუძნებული შპს, რომელსაც აღარ ვიყენებ - აუცილებელია თუ არა მისი გაუქმება, დამეკისრება თუ არა ჯარიმა და როგორ უნდა მოვიქცე?

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შპს-ის არსებობა, მიუხედავად მისი საქმიანობის ფაქტობრივი შეწყვეტისა, მაინც წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ შედეგებს. სწორედ ამიტომ, კომპანიების “მიტოვება” აღარ ითვლება უსაფრთხო ან გონივრულ გადაწყვეტილებად, განსაკუთრებით 2026 წლიდან ამოქმედებული რეგულაციების გათვალისწინებით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შპს-ის გაუქმება კანონით პირდაპირ სავალდებულო არ არის, თუმცა მისი შენარჩუნება უქმედ მდგომარეობაში შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას გაურკვევლობა საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეიზღუდოს საბანკო ოპერაციები და გაჩნდეს პრობლემები როგორც ფინანსურ, ასევე სამართლებრივ ურთიერთობებში. პრაქტიკაში სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული, რომ თუ კომპანია აღარ ფუნქციონირებს, მისი ლიკვიდაცია დროულად განხორციელდეს.

შპს-ის გაუქმება საქართველოში შესაძლებელია ორი ძირითადი გზით.

პირველი და ყველაზე სწორი გზა არის ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია, რომელიც სრულად სამართლებრივად გამართული პროცედურაა. ამ შემთხვევაში პარტნიორები იღებენ გადაწყვეტილებას კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ, ნიშნავენ ლიკვიდატორს, რომელიც შეიძლება თავად დირექტორი ან სხვა პირი იყოს, და შესაბამის განაცხადს წარადგენენ საჯარო რეესტრში. პარალელურად, ინფორმაცია აიტვირთება საწარმოთა პორტალზე, რის შემდეგაც რეესტრი მონაცემებს აგზავნის შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის თანხმობის მიღების შემდეგ, საბოლოო ეტაპზე ხდება კომპანიის სრულად გაუქმება. აღნიშნული პროცესი საშუალოდ ერთიდან ორ თვემდე გრძელდება და უზრუნველყოფს, რომ კომპანია აღარ იარსებებს არც სამართლებრივად და არც ფინანსურად.

მეორე გზა დაკავშირებულია რეგისტრაციის შეჩერებასთან, რაც ავტომატურად ხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თუ შპს რეგისტრირებულია 2022 წლის 1 იანვრამდე, მას ეკისრებოდა ვალდებულება 2026 წლის 1 აპრილამდე მოეყვანა საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას შეუჩერდება რეგისტრაცია, რაც ნიშნავს, რომ იგი ფაქტობრივად კარგავს ფუნქციონირების შესაძლებლობას, თუმცა დღეის მდგომარეობის ეს ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდა.

რეგისტრაციის შეჩერება არ არის მხოლოდ ფორმალური ჩანაწერი რეესტრში. ეს მდგომარეობა იწვევს მნიშვნელოვან შეზღუდვებს, მათ შორის საბანკო ანგარიშების გამოყენების აკრძალვას, ახალი ანგარიშების გახსნის შეუძლებლობას, კრედიტის აღების შეზღუდვას, ქონების განკარგვის აკრძალვას და დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას. შედეგად, კომპანია იურიდიულად არსებობს, თუმცა პრაქტიკულად ვერ ახორციელებს ვერანაირ საქმიანობას.

შემდგომ ეტაპზე, 2027 წლიდან, მარეგისტრირებელი ორგანო დაიწყებს ასეთი კომპანიების მიმართ ხარვეზების დაფიქსირებას და მათ მისცემს სამთვიან ვადას აღნიშნული პრობლემების გამოსასწორებლად. თუ ამ ვადაში კომპანია არ განახორციელებს შესაბამის ქმედებებს, მიიღება გადაწყვეტილება მისი რეგისტრაციის საბოლოო გაუქმების შესახებ.

რაც შეეხება ჯარიმებს, უმეტეს შემთხვევაში შპს-ის გაუქმების არ განხორციელება პირდაპირ ფინანსურ სანქციებს არ იწვევს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რისკები არ არსებობს. შესაძლოა დაგროვდეს საგადასახადო ვალდებულებები, შეიქმნას პრობლემები საბანკო სისტემასთან ურთიერთობისას და გართულდეს სამომავლოდ ახალი ბიზნესის რეგისტრაცია ან მართვა. სწორედ ამიტომ, ასეთი კომპანიების უყურადღებოდ დატოვება შეიძლება მომავალში დამატებითი სირთულეების მიზეზი გახდეს.

საბოლოოდ, თუ შპს აღარ გამოიყენება და არ იგეგმება მისი გააქტიურება, ყველაზე გონივრული და უსაფრთხო გადაწყვეტილებაა ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის პროცედურის დაწყება. ეს უზრუნველყოფს სამართლებრივი სისუფთავის დაცვას, ფინანსური რისკების მინიმიზაციას და თავიდან აგაცილებთ გაურკვეველ მდგომარეობას მომავალში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შპს გაუქმება, შპს ლიკვიდაცია, კომპანიის დახურვა, შპს საქართველო, საჯარო რეესტრი შპს, მეწარმეთა კანონი, ბიზნესის გაუქმება, კომპანიის ლიკვიდაცია პროცესი, როგორ გავაუქმო შპს, შპს დახურვის პროცედურა, კომპანია აღარ მუშაობს რა ვქნა, შპს რეგისტრაციის შეჩერება, შ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შპს - სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი ფორმაა

შპს - სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი ფორმაა

ვრცლად

შპს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვალდებულია თუ არა სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს კაპიტალის ოდენობა?

შპს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვალდებულია თუ არა სარეგისტრაციო მონაცემებში

ვრცლად

უფუნქცნიო შპს-ის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება და ვადები - რა ჯარიმები შეიძლება დაგეკისროთ? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გიპასუხებთ

უფუნქცნიო შპს-ის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება და ვადები - რა ჯარიმები შეიძლება

ვრცლად

შპს-ის ლიკვიდაცია და გაუქმება საქართველოში: რა უნდა იცოდეთ? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

შპს-ის ლიკვიდაცია და გაუქმება საქართველოში: რა უნდა იცოდეთ? ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

ვრცლად

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ფოსტის დირექტორი კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს მალავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ფოსტის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp