iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ფოსტის დირექტორი კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს მალავს
იურიდიული სტატია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ფოსტის დირექტორი კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს მალავს

10-05-2023, 11:49 სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi 174 ნახვა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ფოსტის დირექტორი კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს მალავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ერთდროულად ოთხი სახელმწიფო კომპანიის დირექტორია და მათგან მიღებულ შემოსავალს მალავს.

მათი ცნობით, ბოლო ორი წელია საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე დეკლარაციაში აღარ უთითებს იმ შემოსავალს, რასაც ის ოთხი სახელმწიფო კომპანიის დირექტორობიდან იღებს.

„მანამდე, 6 წლის განმავლობაში (2015-2020) საქართველოს ფოსტაში ლევან ჩიკვაიძის წლიური შემოსავალი გასამმაგებული იყო, 36,707-დან 111,622 ლარამდე.

ლევან ჩიკვაიძე 4 სახელმწიფო კომპანიის დირექტორი ერთდროულად არის: შპს საქართველოს ფოსტა; შპს ჯორჯიან კარგო; შპს საქართველოს ლატარიის კომპანია; შპს Express.

ჩიკვაიძე დეკლარაციაში ასევე არ უთითებს მასთან და მის მეუღლესთან დაკავშირებულ (დირექტორი ან/და წილის მფლობელი) კიდევ 6 კომპანიას: შპს “რუსთავი პური”, შპს “მაკროენერჯი”, შპს “ელ სი რადიო”, შპს “ბოტეკ ჯორჯია”, შპს “ელ სი კომპანი”, შპს “ფუტსალის კლუბი თბილისი” - ნათქვამია TI-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში აღნიშნავენ, რომ ლევან ჩიკვაიძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში. საჯარო სამსახურის ბიურომ 2019 წელს ის ერთხელ უკვე დააჯარიმა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დამალვისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, გავრცელებული, ინფორმაციით, საქართველოს ფოსტა, დირექტორი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო შპს - ს კრების ოქმი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო შპს - ს კრების ოქმი

ვრცლად

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი კომპანიის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი კომპანიის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

ვრცლად

როგორ დავრეგისტრირდეთ მეწარმე სუბიექტად

როგორ დავრეგისტრირდეთ მეწარმე სუბიექტად

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp