iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » შპს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვალდებულია თუ არა სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს კაპიტალის ოდენობა?
იურიდიული სტატია

შპს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვალდებულია თუ არა სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს კაპიტალის ოდენობა?

1-09-2025, 19:53 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 31 ნახვა
შპს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვალდებულია თუ არა სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს კაპიტალის ოდენობა?

შპს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვალდებულია თუ არა სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს კაპიტალის ოდენობა? აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეცვალა სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არეგულირებს საქართველოში მეწარმე სუბიექტების, მათ შორის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) და სააქციო საზოგადოების (სას) საქმიანობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შეეხება კაპიტალის სარეგისტრაციო მონაცემებში მითითების სავალდებულოობას, რომელიც განსხვავებულად განისაზღვრება შპს-სა და სას-ისთვის.

შპს კაპიტალის რეგულაცია

ახალი კანონმდებლობის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს სარეგისტრაციო მონაცემებში ვალდებული არ არის მიუთითოს კაპიტალის ოდენობა. ეს ნიშნავს, რომ:

1) სარეგისტრაციო მონაცემებში კაპიტალის ოდენობის მითითება შპს-სთვის არ არის სავალდებულო მოთხოვნა;

მიუხედავად ამისა, დამფუძნებლებს უფლება აქვთ სურვილისამებრ ასახონ:

ა) ნებადართული კაპიტალი მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებში შესაძლებელია მომავალში წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) განთავსებული კაპიტალი რეალურად განსაზღვრული კაპიტალის ოდენობა დაფუძნების მომენტისთვის.

აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს შპს-ს საქმიანობის მოქნილობას და ამცირებს ადმინისტრაციულ ტვირთს რეგისტრაციის ეტაპზე.

სააქციო საზოგადოების კაპიტალის რეგულაცია

სრულიად განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს სააქციო საზოგადოებაზე, რომლისთვისაც:

1) სავალდებულოა რეგისტრაციის მომენტში განთავსებული კაპიტალის ოდენობის მითითება;

2) სავალდებულოა ასევე განაღდებული კაპიტალის ოდენობის ასახვა;

3) სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნებადართული კაპიტალის დაფიქსირებაც;

4) მინიმალური მოთხოვნა: სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი უნდა იყოს არა ნაკლებ 25% განთავსებული კაპიტალისა და შეყვანილი ფულადი სახსრებით.

რომ შევაჯამოთ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ვალდებული არ არის სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს კაპიტალის ოდენობა, თუმცა შესაძლებელია ნებადართული ან განთავსებული კაპიტალის ასახვა დამფუძნებელთა სურვილისამებრ.

რაც შეეხება სააქციო საზოგადოებას, რეგისტრაციისას სავალდებულოა განთავსებული და განაღდებული კაპიტალის ოდენობის დაფიქსირება, მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინებით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შპს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ვალდებულია თუ არა სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს კაპიტალის ოდენობა?, შპს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შპს-ში კაპიტალის მოზიდვა გამარტივდა

შპს-ში კაპიტალის მოზიდვა გამარტივდა

ვრცლად

შპს - სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი ფორმაა

შპს - სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი ფორმაა

ვრცლად

სამეწარმეო საქმიანობის დაწყება

სამეწარმეო საქმიანობის დაწყება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp