iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილების კანონპროექტი
იურიდიული სტატია

იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილების კანონპროექტი

2-02-2026, 21:10 ადვოკატი / სიახლე 16 ნახვა
იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილების კანონპროექტი

„იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების კანონპროექტი

პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში , სარეგისტრაციო კოდი: (160.020.020.05.001.002.895) შეტანილ იქნეს შემდეგი

ცვლილება:


1. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


4. სამსახურის დირექტორი (შემდგომ - დირექტორი) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.“.

2. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან, რომელთაგან 2 წევრი არის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები,

1 - იუსტიციისუმაღლესი საბჭოს მდივანი,

1 - საქართველოს გენერალური პროკურორი,

1 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი,

1 - საქართველოს სახალხო დამცველი და

1 - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.“;


ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;


გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საბჭოში შემავალი წევრის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია მისი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადა.“.

3. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;


ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.“;


გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.


4. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს.


5. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორობის კანდიდატს საბჭო დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. დირექტორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს თითოეულ წევრს. საბჭოს წევრს
უფლება აქვს, დაასახელოს დირექტორობის მხოლოდ 1 კანდიდატი. სამსახურის დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით.“;


ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ დირექტორობის კანდიდატის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად საბჭო იწყებს კანდიდატის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენის პროცესს, რომელიც სრულდება 1 კვირის ვადაში.“;


გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“;


დ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) თუ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;


ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „გ1“, „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას საბჭო აცნობებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია აღნიშნულის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.“

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;“.


7. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით.“.


მუხლი 2
1. 2026 წლის 1 მაისიდან შეწყდეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილება და მიეცეს კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.


2. 2026 წლის 1 აპრილიდან შეწყდეს იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების უფლებამოსილება. 2 კვირის ვადაში საბჭოს ახალმა შემადგენლობამ უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორობის კანდიდატის შერჩევა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა.


3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

სრული ვერსია „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების კანონპროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: PDF FILE, იურიდიული დახმარება, კანონპროექტი, სამართალი, ადამიანის უფლებები, იურიდიული დახმარების სამსახური, იურიდიული საბჭო, სამართლებრივი რეფორმა, სოციალური უფლებები, საქართველოს კანონი, პდფ ფაილი, kanonproeqti, legalaid, cvlileba, ლეგალაიდ, ლეგალაიდ ცვლ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

ვრცლად

„იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

„იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო

ვრცლად

N 193 - 13/06/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობა

N 193 - 13/06/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ

ვრცლად

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესში ცვილელები შედის

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესში ცვილელები შედის

ვრცლად

N 198 - 10/06/2024 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

N 198 - 10/06/2024 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp