ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესში ცვილელები შედის
კანონპროექტის პირველი რედაქციით, ცვლილებები 2024 წლის 2 იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ გადაწყვეტილებით აღნიშნული კანონი ამოქმედდება 2028 წლის 3 იანვრიდან.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, 2024 წლის 2 იანვრიდან ეტიკეტზე, ბრენდის შემთხვევაში, მიეთითება „აღნიშვნა ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს. ხოლო ამ ნორმის ამოქმედებამდე, ნებადართულია ეტიკეტზე მიეთითოს „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის არანაკლებ 50% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის გამოყენებითაა წარმოებული („ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი (2017 წლის 15 ივნისის N972-IIს კანონი)).
კანონპროექტის მიხედვით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 26-ე მუხლის ამოქმედება დარჩება უცვლელი და ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან. ხოლო, ამავე კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდება 2028 წლის 3 იანვრიდან.
სრულად იხილეთ აქ: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
