iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ქონების გადასახადის გადახდა 15 ნოემბრამდე - ვის ეხება და რა უნდა იცოდეთ
იურიდიული სტატია

ქონების გადასახადის გადახდა 15 ნოემბრამდე - ვის ეხება და რა უნდა იცოდეთ

29-10-2025, 16:58 ადვოკატი / ქონებრივი დავები / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 47 ნახვა
ქონების გადასახადის გადახდა 15 ნოემბრამდე - ვის ეხება და რა უნდა იცოდეთ

2024 წლის შემოსავლებზე დაყრდნობით, იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება და ფლობენ ქონებას, 15 ნოემბრამდე უწევთ ქონების გადასახადის გადახდა.


ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში, დეტალურად განმარტავს ვის ეხება ეს ვალდებულება, როგორ უნდა მოხდეს დეკლარაციის შევსება და რა სანქციებია დარღვევის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჰგონია, ქონების გადასახადი მხოლოდ ბიზნესზე ვრცელდება, სინამდვილეში ეს ფიზიკური პირების ვალდებულებაცაა. „ბევრ მოქალაქეს ჰგონია, რომ რადგან საშემოსავლო გადასახადს დამსაქმებელი იხდით, სხვა გადასახადები არ ეხებათ. მაგრამ ქონების გადასახადი სწორედ ფიზიკურ პირებსაც ეხებათ, მათ შორის ინდმეწარმეებს,“ - განმარტავს ნათია ნაკაშიძე.

რა ვადებია გასათვალისწინებელი?

1 ნოემბრამდე - საჭიროა ქონების დეკლარაციის შევსება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე;

15 ნოემბრამდე - ქონების გადასახადის გადახდა;

თუ თქვენი შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, დეკლარაციის შევსება მაინც აუცილებელია, რათა სისტემა წინა წლის მონაცემებით არ იხელმძღვანელოს და ავტომატურად არ დაგარიცხოთ გადასახადი.

როგორ განისაზღვრება გადასახადის ოდენობა?

გადასახადის განაკვეთი დამოკიდებულია როგორც შემოსავალზე, ისე ქონების ღირებულებასა და მდებარეობაზე:

წლიური შემოსავალი განაკვეთი
₾40,000 – ₾100,000 0.05% – 0.2%
₾100,000+ 0.8% – 1%

„გადასახადის ოდენობა ითვლება ჯამურ შემოსავალზე, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით და არა მხოლოდ ხელზე მიღებულ თანხაზე,“ - განმარტავს ადვოკატი.

თუ ქონება არის ავტომობილი? ამ შემთხვევაში გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია:

  • ავტომობილის გამოშვების წელსა და

  • ტექნიკურ მონაცემებზე

შემოსავლების სამსახურის პლატფორმა ავტომატურად ითვლის გადასახადის ოდენობას, რაც მოქალაქეს ამარტივებს პროცესს.

რა სანქციებია დაგვიანებისას?

თუ დეკლარაციას არ შეავსებთ 1 ნოემბრამდე ან გადასახადს არ გადაიხდით 15 ნოემბრამდე, დაგეკისრებათ:

  • ჯარიმა დეკლარაციის დაგვიანებისთვის;

  • საურავი ყოველი გადაცილებული დღის განმავლობაში;

„ჯარიმა და საურავი ავტომატურად გერიცხებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვადები არ გამოგეპაროთ,“ - აღნიშნავს ნათია ნაკაშიძე.

დეკლარაციაში აუცილბელად უნდა მივუთოთო ქონების ღირებულება?

დიახ.
დეკლარაციაში ქონების ღირებულების მითითება სავალდებულოა, თუმცა ფიზიკურ პირებს არ სჭირდებათ ქონების შემფასებლის ან აუდიტორის მომსახურება - შეგიძლიათ მიუთითოთ ინდივიდუალურად შეფასებული ღირებულება.

ქონების გადასახადი არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული ვალდებულება - ეს არის ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. დაიცავით ვადები, შეავსეთ დეკლარაცია და გადაუხადეთ ბიუჯეტს დროულად, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმები და ზედმეტი ხარჯები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქონების გადასახადი, ქონების დეკლარაცია, ქონების გადასახადის გადახდა, ნათია ნაკაშიძე, შემოსავლების სამსახური, ფინანსური სანქციები, გადასახადის განაკვეთი, დეკლარაციის შევსება, დეკლარაცია, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ფინანსური სანქცია
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქონების გადასახადი საქართველოში - რა უნდა იცოდეს თითოეულმა უძრავი ქონების მფლობელმა 2025 წელს

ქონების გადასახადი საქართველოში - რა უნდა იცოდეს თითოეულმა უძრავი ქონების მფლობელმა 2025

ვრცლად

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია

ვრცლად

რა შედეგები მოჰყვება ფიზიკური პირის მიერ ქონების დეკლარაციის არწარდგენას?

რა შედეგები მოჰყვება ფიზიკური პირის მიერ ქონების დეკლარაციის არწარდგენას?

ვრცლად

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

ვრცლად

გადასახადი და მისი სახები

გადასახადი და მისი სახები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp