iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ქონების გადასახადი საქართველოში - რა უნდა იცოდეს თითოეულმა უძრავი ქონების მფლობელმა 2025 წელს
იურიდიული სტატია

ქონების გადასახადი საქართველოში - რა უნდა იცოდეს თითოეულმა უძრავი ქონების მფლობელმა 2025 წელს

29-10-2025, 15:55 ადვოკატი / ქონებრივი დავები / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / iuristi / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 64 ნახვა
ქონების გადასახადი საქართველოში - რა უნდა იცოდეს თითოეულმა უძრავი ქონების მფლობელმა 2025 წელს

ვის ეხება ქონების დეკლარაციის ვალდებულება?

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ქონების გადასახადის დეკლარაცია უნდა წარადგინოს ყველა ფიზიკურმა პირმა, რომელიც:

  • ფლობს საქართველოში მდებარე დასაბეგრ უძრავ ქონებას და მისი ოჯახის ერთობლივი წლიური შემოსავალი აღემატება 40,000 ლარს;

  • ფლობს მიწის ნაკვეთს, მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა.

ეს ვალდებულება ვრცელდება როგორც საქართველოს რეზიდენტებზე, ასევე არარეზიდენტებზე, რომლებიც ფლობენ ქართულ უძრავ ქონებას.

ვინ ითვლება ოჯახის წევრად ქონების გადასახადის მიზნით?

დეკლარაციის შევსებისას მნიშვნელოვანია იცოდეთ, ვინ მოიაზრება „ოჯახის წევრად“. კანონის თანახმად, ესენია:
მეუღლე, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შვილები, მშობლები, ბებია, პაპა, და-ძმა და შვილიშვილები - იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო მეურნეობას აწარმოებენ.

ვინ უნდა წარადგინოს ქონების დეკლარაცია?

საერთო წესით, დეკლარაციის წარდგენა ეკისრება ქონების მესაკუთრეს. თუ ოჯახს რამდენიმე წევრი ჰყავს, ვინც ფლობს დასაბეგრ ქონებას, შესაძლებელია ერთიანი საოჯახო დეკლარაციის წარდგენა - ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრის სახელზე.

სად და რა ვადაში ხდება ქონების დეკლარაციის წარდგენა?

დეკლარაციის შევსება ხდება ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
ბოლო ვადა: 2024 წლის 1 ნოემბერი.
გადასახადის გადახდის ვადა კი - 15 ნოემბრამდე.

გადახდა შესაძლებელია ელექტრონულად ან ბანკის ფილიალში.
გადაცილებული ვადების შემთხვევაში, დაირიცხება საურავი - 0.05% ყოველი დაგვიანების დღისთვის.

როგორ გამოითვლება ქონების გადასახადი?

გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია ქონების საბაზრო ღირებულებაზე ან მიწის ფართობზე.

საგადასახადო განაკვეთები:

ოჯახის წლიური შემოსავალი განაკვეთი ქონების ღირებულებაზე
100,000 ლარამდე 0.05% – 0.2%
100,000 ლარზე მეტი 0.8% – 1%

დასაბეგრი მიწის შემთხვევაში კი, გადასახადი გამოითვლება ფართობის მიხედვით: სასოფლო-სამეურნეო მიწისთვის ჰექტრებში, ხოლო არასასოფლო-სამეურნეოსთვის კვადრატულ მეტრებში.

რა ითვლება დასაბეგრ ქონებად?

დასაბეგრ ქონებად მიიჩნევა:

  • საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონება;

  • მიწის ნაკვეთები;

  • შენობა-ნაგებობები (მათ შორის დაუსრულებელი მშენებლობები);

  • მაღალი ღირებულების მოძრავი ქონება - მაგალითად, იახტები, შვეულმფრენები, თვითმფრინავები, მსუბუქი ავტომობილები (8703 კოდით განსაზღვრული).

რომელი შემოსავლები უნდა ასახოს ფიზიკურმა პირმა დეკლარაციაში? - დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს:

  • ნებისმიერი სახის შემოსავალი (მათ შორის არაეკონომიკური);

  • დარიცხული ხელფასი;

  • ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის - მხოლოდ 25% სპეციალური რეჟიმით დაბეგრილი შემოსავლისა.

დაგვიკავშირდით დღესვე - მოემზადეთ ქონების გადასახადის ვადებისთვის პროფესიონალების დახმარებით!

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქონების გადასახადი, ქონების დეკლარაცია, ფიზიკური პირების გადასახადი, უძრავი ქონება, საგადასახადო ვალდებულება, დეკლარაციის ვადა, ფინანსური პასუხისმგებლობა, საქართველოში გადასახადები, შემოსავლების სამსახური, საქართველო, ფიზიკური პირები, დეკლარაცია, ფინანსურ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია

ვრცლად

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი

ვრცლად

ბინადრობა, მოქალაქეობა - საემიგრაციო მომსახურება

ბინადრობა, მოქალაქეობა - საემიგრაციო მომსახურება

ვრცლად

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp