iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » გადასახადი და მისი სახები
იურიდიული სტატია

გადასახადი და მისი სახები

28-10-2025, 18:29 სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 13 ნახვა
გადასახადი და მისი სახები
გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში. გადასახადის სახეებია საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება:
ა) საშემოსავლო გადასახადი;
ბ) მოგების გადასახადი;
გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
დ) აქციზი;
ე) იმპორტის გადასახადი.
ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი. საშემოსავლო გადასახადი არის სავალდებულო გადასახადი, რომელსაც ფიზიკური პირები იხდიან იმ შემოსავლებიდან, რაც მიიღეს. ეს შეიძლება იყოს:
ა) ხელფასი;
ბ) ჰონორარი;
გ) ქირის ან ქონების გაქირავებიდან მიღებული თანხა;
დ) დივიდენდები და სხვა.
მოგების გადასახადი არის გადასახადი, რომელსაც იხდიან იურიდიული პირები (კომპანიები) თავისი საქმიანობით მიღებული მოგებიდან. იგი ერთ-ერთი მთავარი საგადასახადო წყაროა საქართველოს ბიუჯეტისთვის და მისი მიზანია კომპანიების ეკონომიკური საქმიანობის დაბეგვრა.
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელსაც სახელმწიფო იღებს საქონლისა და მომსახურების გაყიდვისას. იგი საბოლოო ჯამში გადაიხდება მომხმარებლის მიერ, თუმცა გადასახადის გადამხდელია ბიზნესი (კომპანია, ინდივიდუალური მეწარმე). მაგალითად, როცა მაღაზიაში ვყიდულობთ პროდუქტს, მის ფასში უკვე ჩადებულია დღგ და მაღაზია ამ თანხას ბიუჯეტში რიცხავს.
აქციზი არის სპეციალური გადასახადი, რომელიც დადგინებულია გარკვეულ პროდუქტებზე. მისი მიზანია არა მხოლოდ ბიუჯეტის შევსება, არამედ კონკრეტული საქონლის მოხმარების რეგულირება. აქციზი ჩვეულებრივ ეხება იმ პროდუქციას, რომლის გამოყენება შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის ან იწვევს დიდ სოციალურ-ეკონომიკურ ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, აქციზით იბეგრება:
ა) ალკოჰოლური სასმელები;
ბ) თამბაქოს ნაწარმი;
გ) ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი;
დ) ავტომობილები (განსაკუთრებით ძველი ან მაღალი მოცულობის ძრავით).
იმპორტი არის საქონლის შეტანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ - ანუ უცხოეთში წარმოებული პროდუქციის საქართველოში შემოტანა. იმპორტისას, საქონელზე ხშირად იანგარიშება რამდენიმე სახის გადასახადი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება. იმპორტისას საქონელზე შეიძლება გავრცელდეს შემდეგი გადასახადები:
ა) საბაჟო გადასახადი;
ბ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ)
გ) აქციზი.
იმპორტის გადასახადებს იხდის იმპორტიორი კომპანია ან ფიზიკური პირი, რომელიც საქონელს შემოიტანს საქართველოში.
ქონების გადასახადი არის სავალდებულო გადასახადი, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იბეგრება. ეს ნიშნავს, რომ თუ გაქვთ ბინა, სახლი, მიწის ნაკვეთი ან კომერციული ფართი, სახელმწიფო განსაზღვრულ წილს აიღებს ბიუჯეტში.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში

ვრცლად

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია ნაკაშიძისგან

რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა? - იურიდიული რჩევები ნათია

ვრცლად

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427 სახელმძღვანელო

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427

ვრცლად

დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის წესები

დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის წესები

ვრცლად

ავტოიმპორტიორებისთვის „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებია

ავტოიმპორტიორებისთვის „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp