კიბერბულინგი და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელებში
კიბერბულინგი და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელებში
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს: ტექნოლოგიური ეპოქის განვითარებამ ბევრი შესაძლებლობა მოგვცა, თუმცა ამავე დროს გააჩინა ახალი საფრთხეებიც - მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია კიბერბულინგი. ეს არის ფსიქოლოგიური ან ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც ხორციელდება ინტერნეტ სივრცეში - სოციალური ქსელების, მესენჯერების ან სხვა ციფრული პლატფორმების მეშვეობით.
რა არის კიბერბულინგი? კიბერბულინგი გულისხმობს მიზანმიმართულ ქცევას, როცა პირი ონლაინ გარემოში:
(ა) ავრცელებს შეურაცხმყოფელ ან დამამცირებელ ინფორმაციას სხვა პირზე;
(ბ) იყენებს ცრუ ცნობებს რეპუტაციის შესამცირებლად;
(გ) საჯაროდ აქვეყნებს პირად ფოტოებს ან მონაცემებს თანხმობის გარეშე;
(დ) იმუქრება ან ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეტყობინებების, კომენტარების ან ვიდეოების მეშვეობით;
კიბერბულინგის ფაქტი შესაძლოა შეფასდეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მათ შორის:
(ა) მუხლი 151 - მუქარა სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების შესახებ;
(ბ) მუხლი 157¹ და 157² - პირადი ცხოვრების ხელყოფა და პირადი მონაცემების უკანონო გავრცელება;
(გ) მუხლი 126¹ - ოჯახში ან ახლო ურთიერთობაში განხორციელებული ძალადობა, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ონლაინ შევიწროებასაც.
გარდა ამისა, კიბერბულინგი შესაძლოა გახდეს ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართლის საკითხიც მაგალითად, როცა ზიანდება პირის ღირსება, რეპუტაცია ან ხდება პირადი ინფორმაციის გამჟღავნება თანხმობის გარეშე.
„კიბერბულინგი არ არის მხოლოდ ეთიკური პრობლემა - ეს არის სამართლებრივი დარღვევა, რომელიც რეალურ ზიანს აყენებს ადამიანს. დღევანდელ პრაქტიკაში სულ უფრო მეტი საქმე განიხილება იმ საფუძველზე, რომ ფეისბუქზე ან სხვა პლატფორმაზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი ინფორმაციამ გა,ოიწვია ფსიქოლოგიური ტრავმა ან რეპუტაციული ზიანი.“
სამართლებრივი მექანიზმები უკვე არსებობს - მთავარია, დაზარალებულმა დროულად მიმართოს შესაბამის ორგანოებს და შეინახოს ყველა მტკიცებულება: მესიჯები, კომენტარები, სქრინშოტები და სხვა მტკიცებულებები.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
