iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » როგორ დავიცვათ თავი კიბერ თავდასხმისგან?
იურიდიული სტატია

როგორ დავიცვათ თავი კიბერ თავდასხმისგან?

5-04-2023, 15:52 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi 303 ნახვა
როგორ დავიცვათ თავი კიბერ თავდასხმისგან?

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს იმავე კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლების დისპოზიციაში მოყვანილ ერთ-ერთ კომპონენტს მაინც და არა ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადენილს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით. მაგალითად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელება, კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება და სხვ. ამასთან, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულთა (მუხლთა) ერთობლიობასაც.

დღესდღეობით კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ინტერნეტ თაღლითობა/ქურდობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. კიბერ დამნაშავეები ძირითადად იყენებენ სპამის მეთოდებს და სხვადასხვა მავნე პროგრამებს.ინტერნეტ სივრცეშიც ხდება ისეთი დანაშაულები, როგორიცაა ქურდობა. ელექტრონული შესყიდვებისა და ელექტრონული ბანკინგის მეშვეობით, კიბერ დამნაშავეებს წვდომა მისცეს სხვა პირთა ქონებისა და ფინანსებისადმი. მათ შეუძლიათ მოიპარონ პირის საბანკო მონაცემები, დააზიანონ სხვა პირის ინფორმაცია ან პროგრამა.

თუ თქვენ გახდით კიბერ თავდასხმის მსხვერპლი იცოდეთ,რომ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო, რომელსაც ევალება კიბერ სივრცეში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი საამმართველოს შემადგენლობაში ჩამოყალიბდა კომპიუტერულ-ციფრული ექსპერტიზის ქვეგანყოფილება.

გახსოვდეთ 📣

მუდმივად განაახლეთ თქვენი კომპიუტერი უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით. დარწმუნდით, რომ კომპიუტერი სწორად არის კონფიგურირებული.

ახლად შეძენილ კომპიუტერებს შესაძლოა არ ჰქონდეთ გააქტიურებული დაცვის პროგრამა, რაც დამნაშავის სასარგებლოდ იმუშავებს.

აირჩიეთ ძლიერი კოდი და არ გამოააშკარაოთ იგი- პაროლები ინტერნეტ სარგებლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ინტერნეტ შესყიდვები და ინტერნეტ ბანკინგი შეუძლებელია მის გარეშე.

დაიცავით თქვენი კომპიუტერი სპეციალური ანტი-ვირუსული პროგრამებით. პირველადი დამცავი მექანიზმი არის თქვენი კომპიუტერის „ფაიერვოლი“. სწორედ იგი უზრუნველყოფს შემავალი და გამავალი ინფრომაციის კონტროლს.

და ნუ მიიღებთ არარეალურად მომგებიან შემოთავაზებებს უცხო პირებისგან.

თავი შეიკავეთ საეჭვო ინტერნეტ საიტებზე ონლაინ გადახდებისა და საკრედიტო ბარათის მონაცემების დაფიქსირებისგან.

დაიცავით თქვენი პერსონალური ინფორმაცია - გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, როდესაც აზიარებთ თქვენს პირად მონაცემებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეტაპები

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეტაპები

ვრცლად

თაღლითური სქემები ინტერნეტში!

თაღლითური სქემები ინტერნეტში!

ვრცლად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების

ვრცლად

დაცვის მხარის მტკიცებულებები

დაცვის მხარის მტკიცებულებები

ვრცლად

საფრთხის შემქმნელი დელიქტები

საფრთხის შემქმნელი დელიქტები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp