iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ემიგრანტები იტალიაში » ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელმა ყველა პირმა წაშალოს არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერი
იურიდიული სტატია

ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელმა ყველა პირმა წაშალოს არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერი

29-11-2023, 18:15 ემიგრანტები იტალიაში / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 817 ნახვა
ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელმა ყველა პირმა წაშალოს არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმიანება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, არასრულწლოვნის გამოსახულების, საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის და ხმის ემოციური მდგომარეობის, შემცველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტს. ვიდეოჩანაწერის შინაარსი ცხადყოფს, რომ ჩანაწერის შექმნისას და გავრცელებისას შესაბამისი პირები მოქმედებდნენ აშკარა პირადი მიზნით და არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავების კავშირი მის/მათ სამეწარმეო ან/და პროფესიულ საქმიანობასთან არ იკვეთება. აშკარად პირადი მიზნით მონაცემთა დამუშავების შესწავლა კი არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციას და სცდება კანონით განსაზღვრული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებს.

არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, ბავშვების მონაცემების დამუშავების პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, რომლებიც ბავშვების მონაცემებს აგროვებენ, იყენებენ, ინახავენ და ასაჯაროებენ. ბავშვების მონაცემების დამმუშავებელმა პირებმა უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

ვიდეოჩანაწერის შინაარსის გათვალისწინებით, ჩანაწერის სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში არსებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს არასრულწლოვნის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია ან ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში იზრდება არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელმა ყველა პირმა წაშალოს არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ვიდეოჩანაწერის, გამავრცელებელმა, არასრულწლოვნის მონაცემების
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

ვრცლად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების

ვრცლად

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ვრცლად

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას, მხარი დაუჭირა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის

ვრცლად

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესები იცვლება - ახალი კანონი

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესები იცვლება - ახალი კანონი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp