iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ფეისბუქზე გინება დანაშაულია? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს
იურიდიული სტატია

ფეისბუქზე გინება დანაშაულია? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

14-10-2025, 17:57 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / სისხლის სამართალი 13 ნახვა
ფეისბუქზე გინება დანაშაულია? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

სოციალური ქსელები, განსაკუთრებით ფეისბუქი, დღეს უკვე იქცა პლატფორმად, სადაც ადამიანები თავისუფლად აზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს. თუმცა, ხშირად ეს „თავისუფლება“ გადადის ზღვარს და იწვევს სამართლებრივ კითხვებს.

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს: რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ფეისბუქზე გინებით გამოხატული ემოცია შესაძლოა სამართლებრივად შეფასდეს.

შეკითხვა: ფეიქბუქზე ვაგინე ერთ ტიპს, მაგრამ პირადად არც მიმიწერია და არც მომითაგავს. გავიდა რამდენიმე დღე და რეკავს ვიღაც, ამბობს, პოლიციიდან ვარო და მემუქრება, რომ საქმე აღიძვრება. . მაინტერესებს - თუ გინება საკუთარი ფეისბუქის გვერდზე თავისუფალი აზრის გამოხატვაა, შეუძლია ვინმეს ამ კომენტარზე საჩივარი შეიტანოს?

პირველ რიგში, უნდა განვასხვავოთ „სიტყვის თავისუფლება“ და „სიტყვიერი შეურაცხყოფა“ - ეს ორი ცნება ერთმანეთის ტოლფასი არ არის.

გინება არ არის აზრის გამოხატვა, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს: „გინება, როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მიეკუთვნება აზრის თავისუფალ გამოხატვას. თუმცა, იგი არც მუქარად ჩაითვლება, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როცა არსებობს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების რეალური მუქარა - და დაზარალებულს უჩნდება საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა შესრულდება.“

მოკლედ რომ ვთქვათ - გინება შეიძლება აღიქმებოდეს შეურაცხმყოფელ ქცევად, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული არაა, თუ ტექსტი არ შეიცავს რეალურ მუქარას ან იძულების ნიშნებს.

შეუძლია თუ არა ვინმეს საჩივრის შეტანა ამ მოტივით? საჩივრის შეტანა თეორიულად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას სამართლებრივი შედეგი მოჰყვება.

ნათია ნაკაშიძე განმარტავს:„საჩივარი შეიძლება წარადგინოს ნებისმიერ პირმა, მაგრამ საგამოძიებო ორგანო ვალდებულია შეაფასოს, შეიცავს თუ არა მოცემული ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს. თუ საქმე მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხება, საქმე არ აღიძვრება.“

გინება, მიუხედავად იმისა, რომ ეთიკურად მიუღებელია, არ არის მუქარა და შესაბამისად, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს 151-ე მუხლის ფარგლებში. თუმცა, ასეთი კომენტარები შესაძლოა შეფასდეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მორალურ ან რეპუტაციულ ზიანზე შეიძლება გავლენას ახდენდეს.

ამიტომ, რეკომენდებულია სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრის გამოხატვისას თავი აარიდოთ შეურაცხმყოფელ ფორმულირებებს, რათა არ შექმნათ სამართლებრივი გაუგებრობები ან რეპუტაციული რისკები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სიტყვის თავისუფლება, გინება, ფეისბუქი, სამართალი, სისხლის სამართლის კოდექსი, 151-ე მუხლი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, იურიდიული რჩევა, სოციალური მედია, ფეისბუქზე გინება, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი, სოციალური მედიის სამართალი, ონლაინ კომენტარის პა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში კანონი მოვალეს?

რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში

ვრცლად

რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ონლაინშოპინგის დროს - როგორ დაიცვათ თქვენი უფლებები საქართველოში

რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ონლაინშოპინგის დროს - როგორ დაიცვათ თქვენი უფლებები

ვრცლად

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ვრცლად

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

ვრცლად

ალიმენტის გადაუხდელობა საქართველოში - როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი მეუღლე ალიმენტს არ იხდის?

ალიმენტის გადაუხდელობა საქართველოში - როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი მეუღლე ალიმენტს არ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp