iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დანაშაულის შეუტყობინებლობა
იურიდიული სტატია

დანაშაულის შეუტყობინებლობა

28-11-2022, 15:04 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 402 ნახვა
დანაშაულის შეუტყობინებლობა

დამნაშავეობასთან ბრძოლა წარმატებული ვერ იქნება თუ მოქალაქეები არ დაეხმარებიან სამართალდამცავ ორგანოებს. ბევრი ადამიანი ამას თავის მოქალაქეობრივ მოვალეობად და მორალურ ვალდებულებად აღიქვამს, ნაწილი კი ამ მოვალეობის შეუსრულებობით ხელს უშლის სამართალდამცავო ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვინაიდან დანაშაულის შეუტყობინებლობა, ისე როგორც დაფარვა, ხელს უშლის მის დროულად გახსნასა და დამნაშავეთა მხილებას, აგრეთვე მოსალოდნელი სოციალურად მავნე შედეგების თავიდან აცილებას. სწორედ ამიტომ გაითვალისიწნა სისხლის სამართლის კოდექსმა პასუხისმგებლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მზადებისა ან ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ჩამოთვლის იმ ორგანოებსა და პირებს, რომლთათვისაც დანაშაულის მზადების შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამიტომ მათ უნდა მივაკუთვნოთ სამართალდამცავი ორგანოები (პროკურატურა, პოლიცია) რომელთა პირდაპირი მოვალეობაა დამნაშავეობასთან ბრძოლა.

კანონში აგრეთვე არ არის მითითებული დრო (ვადა), რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ. ცხადია ეს ვადა სხვადასხვაა და დამოკიდებულია საქმის კონკტრეტულ გარემოებებზე, რის საფუძლეზეც უნდა შეფასდეს,რომ პირს რეალურად შეეძლო შეეტყობინებინა დანაშაულის მზადებისა და ან ჩადენის შესახებ. შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის ფაქტის შესახებ აუცილებელია გაკეთდეს უმოკლეს ვადაში. პირი პასუხს აგებს შეუტყობინებლობისთვის, თუ მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა ეცნობებინა სათანადო ორგანოსთვის. ასეთი შესაძლებლობის არარსებობა გამორიცხავს პასუხისმგებლობას. მაგალითად პასუხისმგებლობა გამორიცხულია თუ შეუტყობინებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით ან უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით, პირზე ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამო.

განსახილველი დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირისათვის ცნობილი გახდა, რომ ნადვილად მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მას რეალური შესაძლებლობა აქვს შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

დანაშაულის შეუტყობინებლობის მოტივები სხვადასხვა შეიძლება იყოს: სიმხდალე, ანგარება, შურისძიების შიში, ნათესაური გრძნობები.

ამასთან გასათავლისწინებელია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი შეიცავს შენიშვნას, კერძოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი ახლო ნათესავის მიერ ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ახლო ნათესავად ითვლება პირის მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი, ნაშვილები, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი.

აღსანიშნავია, რომ პირის ცოდნა, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული ნადვილი უნდა იყოს. ამაზე პირდაპირ მიანიშნებს სისხლის სამართლის კოდექსი. ეს გულისხმობს კონკრეტული, სარწმუნო ინფორმაციის ცოდნას დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან ი პირზე, ვინც ამზადებს ან ჩაიდინა დანაშუალი ანდა ორივეს შესახებ იცოდა. ცოდნის ნამდვილება შეიძლება ემყარებოდეს პირად გაკვირვებას, რომლის თვითმხილველიც პირი გახდა. ინფორმაია შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს თანამონაწილისგან, დოკუმენტიდან, კერძო მიმოწერიდან და ა.შ ვარაუდი ან ჭორის დონეზე პირის ინფორმირებულობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშუალის მზადების ან ჩადენის შესახებ არ შეიძლება პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ხოლო, იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული არასრულწლოვანის ან უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ,– ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: danashauli, danashaulis sheutyobinebloba, damnashave, sisxlis samartlis kodeqsi, დანაშაული, დანაშაულის შეუტყობინებლობა, დამნაშავე, სისხლის სამართლის კოდექსი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება

ვრცლად

საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება

ვრცლად

ცილისწამება სიტყვის თავისუფლების ეგიდით

ცილისწამება სიტყვის თავისუფლების ეგიდით

ვრცლად

დაზარალებულის უფლებები

დაზარალებულის უფლებები

ვრცლად

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დახმარება-ზნეობრივი მოვალეობა თუ სამართლებრივი ვალდებულება

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დახმარება-ზნეობრივი მოვალეობა თუ სამართლებრივი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp