iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » აუქციონში მონაწილეობა ყადაღით შემოსაზღვრულ ქონებაზე - რა უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ
იურიდიული სტატია

აუქციონში მონაწილეობა ყადაღით შემოსაზღვრულ ქონებაზე - რა უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ

1-10-2025, 14:21 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / უძრავი ქონების რეგისტრაცია 16 ნახვა
აუქციონში მონაწილეობა ყადაღით შემოსაზღვრულ ქონებაზე - რა უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ

აუქციონში მონაწილეობა ყადაღით შემოსაზღვრულ ქონებაზე - რა უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ

ბოლო წლებში სულ უფრო მეტ მოქალაქეს უჩნდება კითხვა: „შემიძლია თუ არა ყადაღით დაქვემდებარებულ ქონებაზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა?“

ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებში, ასევე ბავშვთა უფლებების მიმართულებით სპეციალიზებული ადვოკატი ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს, რომ მოქალაქეებს ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აუქციონში, თუმცა არსებობს გარკვეული პროცედურები, ვადები და საფრთხეები, რომელთა ცოდნაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

აუქციონის სამართლებრივი საფუძველი - საკუთრების უფლება, როგორც კონსტიტუციურად დაცული ღირებულება, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დროებით შეიზღუდოს. სწორედ ასეთ შემთხვევებში შემოდის აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც ახორციელებს ქონების იძულებით გაყიდვას, მათ შორის აუქციონის გზით.

თუ ქონება დაყადაღებულია და საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროშია, პირველი ინტერნეტაუქციონი ინიშნება ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში. საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში კი აუქციონი ცხადდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.

როგორ ტარდება აუქციონი და ვინ შეუძლია მონაწილეობა? - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია. მონაწილე პირი ვალდებულია წინასწარ შეიტანოს საგარანტიო თანხა, რაც უზრუნველყოფს აუქციონის სანდოობას.

თუ ქონება არ გაიყიდა პირველ აუქციონზე, მაშინ განმეორებითი აუქციონი გამოცხადდება. ამ შემთხვევაში საწყისი ფასი იქნება 0 ლარი, რაც ხშირად იწვევს მაღალი ინტერესის ტალღას.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს ქონების ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შეტანილ საგარანტიო თანხას, რომელიც გადადის აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.

ვადები და შედეგები: თუ გამარჯვებულმა ვერ დაფარა თანხა დადგენილ ვადაში, ბიურო გამოსცემს განკარგულებას შედეგების გაუქმების შესახებ. შემდეგი აუქციონი გამოცხადდება 3 დღეში, თუმცა ის არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად - ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან იწყება.

ამიტომ, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილეობაზე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ როგორც ფინანსური შესაძლებლობა, ისე სამართლებრივი შედეგები.

პრაქტიკული რჩევა ადვოკატისგან ადვოკატი ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს:

"აუქციონი შეიძლება იყოს შესანიშნავი შესაძლებლობა დაბალ ფასად შეიძინოთ ქონება, თუმცა მნიშვნელოვანია იურიდიული მდგომარეობის წინასწარ გადამოწმება. დარწმუნდით, რომ ქონებაზე არ არის სხვა დავალიანება ან მესამე პირის მოთხოვნა. იურიდიული კონსულტაცია ასეთ შემთხვევაში თავიდან აგაცილებთ სერიოზულ ფინანსურ და სამართლებრივ რისკებს."

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: აუქციონი, ყადაღა, ქონების გაყიდვა, აღსრულების ბიურო, იურიდიული რჩევა, აუქციონში მონაწილეობა, საგარანტიო თანხა, სამართლებრივი რჩევები, ნათია ნაკაშიძე ადვოკატი, ადვოკატი, ნათია ნაკაშიძე, ქონება, აღსრულება, ბიურო, იძულებითი გაყიდვა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


აუქციონზე ნაყიდი სახლიდან ძველი მესაკუთრეების გამოსახლება

აუქციონზე ნაყიდი სახლიდან ძველი მესაკუთრეების გამოსახლება

ვრცლად

უცხოეთის მოქალაქე ყოფილი ქმარი, რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე უცხოელია, რა პრობლემები ჩნდება, როცა ყოფილი ქმარი უცხოეთის მოქალაქეა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებასა და სამართლებრივ სირთულეებზე

უცხოეთის მოქალაქე ყოფილი ქმარი, რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე უცხოელია, რა

ვრცლად

აღსრულებას დაქვემდებარებული ქონება და ყადაღა

აღსრულებას დაქვემდებარებული ქონება და ყადაღა

ვრცლად

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

ვრცლად

უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის სახით სასამართლოს მიერ ყადაღის დადება და დადებული ყადაღის მოხსნა სასამართლოს მიერ

უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის სახით სასამართლოს მიერ ყადაღის დადება და დადებული ყადაღის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp