Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?


განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე? - აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე


დისტანციური განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე??

ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის კითხვა: „მინდა განქორწინება, მაგრამ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ - რა შეიძლება გავაკეთო?“

ეს სრულიად გასაგები და ბუნებრივი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემიგრაციაშია ან დრო არ აქვს ჩამოსვლისთვის. საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი დისტანციური განქორწინება, რომელსაც დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს.

მოდით, დეტალურად გიამბობთ როგორ ხდება ეს პროცესი და რა უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.


რას ნიშნავს „დისტანციური განქორწინება“?

დისტანციური განქორწინება ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შეწყვეტა ხდება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ადვოკატის დახმარებით. ადვოკატს მიანიჭებთ უფლებას მინდობილობით, და ის თქვენს მაგივრად მიმართავს:

1) იუსტიციის სახლს, თუ ორივე მეუღლე თანახმაა,

2) ან სასამართლოს, თუ ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია.

კითხვა 1: შეიძლება თუ არა განქორწინება ისე, რომ მე საერთოდ არ ჩამოვიდე საქართველოში?

დიახ! თქვენ უბრალოდ უნდა მოამზადოთ მინდობილობა ადვოკატისთვის. ადვოკატი გააკეთებს ყველაფერს: შეიტანს განცხადებას იუსტიციის სახლში ან დაიწყებს სასამართლო პროცესს, საჭიროების მიხედვით.


კითხვა 2: ორივე მეუღლე უცხოეთში ვართ - რა ხდება ასეთ დროს?

თუ ორივე თანახმა ხართ განქორწინებაზე, საქმე კიდევ უფრო მარტივდება. შეგიძლიათ ორივემ მოამზადოთ მინდობილობა, და ადვოკატი იუსტიციის სახლში ოფიციალურად დაარეგისტრირებს განქორწინებას და სულ რაღაც 6 სამუშაო დღეში მიიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას!


კითხვა 3: სად და როგორ კეთდება მინდობილობა?

მინდობილობა შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ სანოტარო ბიუროში,

თუ არ ხართ საქართველოში, ნოტარიუსი ვიდეოზარით შეგეხმიანებათ, პირადობას შეამოწმებს და დოკუმენტს მოამზადებს,

იქ დეტალურად ჩაიწერება, რომ თქვენს მაგივრად ადვოკატს შეუძლია იმოქმედოს.


დეტალური ინფორმაცია ონლაინ მინდობილობის დამზადების შესახებ იხილეთ ვიდეოს სახით ლინკზე: მინდობილობა ონლაინ ემიგრანტებისათვის, პროცედურა და ფასები


კითხვა 4: მე საქართველოში ვარ, მეუღლე საზღვარგარეთ - მაგრამ კავშირი არ მაქვს მასთან...

ასეთ დროსაც შესაძლებელია განქორწინება. თქვენი ინტერესია, რომ ცხოვრება განაგრძოთ ისე, როგორც თავად გსურთ და ეს უფლება დაცულია. თუ მეუღლესთან კავშირი ვერ ხერხდება, სარჩელი აღიძვრება მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იწყება სასამართლო პროცესი.


კითხვა 5: თუ ჩემი მეუღლე წინააღმდეგია?

განქორწინება არის პირადი თავისუფლება, ამიტომაც, მიუხედავად მეორე მხარის უარისა, ქორწინება მაინც შეწყდება.
ხანდახან უარი ემოციურ ფონზე მოდის, ხანდახან - პრინციპით, მაგრამ საბოლოოდ სასამართლო მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას.


კითხვა 6: როგორ ხდება ადვოკატთან ურთიერთობა?

ძალიან მარტივად:

პირველ რიგში ხდება პირობებზე შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება,

შემდეგ თქვენ აკეთებთ მინდობილობას,

ადვოკატი იწყებს საქმის წარმოებას ,თქვენ კი მუდმივად იღებთ ინფორმაციას პროცესის შესახებ.

დისტანციური განქორწინება საქართველოში უკვე აღარ არის სირთულე.
ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა, თუ გსურთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები