iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » აუქციონზე ნაყიდი სახლიდან ძველი მესაკუთრეების გამოსახლება
იურიდიული სტატია

აუქციონზე ნაყიდი სახლიდან ძველი მესაკუთრეების გამოსახლება

5-06-2023, 15:55 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / საგადასახადო ადვოკატი 344 ნახვა
აუქციონზე ნაყიდი სახლიდან ძველი მესაკუთრეების გამოსახლება

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. ამის შემდეგ კრედიტორი მიმართავს აღმასრულებელს. კრედიტორს შეუძლია, მიმართოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო აღმასრულებელს. უმეტეს შემთხვევაში კრედიტორად გვევლინება საბანკო სექტორი, თუმცა არიან ფიზიკური პირებიც, რომლებსაც აქვთ გარიგება მოვალესთან და მოვალეს იპოთეკით აქვს დატვირთული საცხოვრებელი ბინა.

აუქციონი საჯაროა და მონაწილეობა შეუძლია ყველას, კრედიტორის მომართვის შემდეგ. აღმასრულებელი საჯარო რეესტრიდან და შსს საინფორმაციო სამსახურიდან მოვალის ქონების შესახებ ინფორმაციას მოიძიებს. თუ მოვალის სახელზე აღმოჩნდა უძრავი ქონება, აღმასრულებელი აყადაღებს ქონებას. შემდეგ ხდება ქონების შეფასება იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ და ამის შემდეგ ბინა სარეალიზაციოდ აუქციონზე გადის.

აღმასრულებელი აუცილებლად აფრთხილებს აუქციონში მონაწილე პირებს, რომ ეს ქონება დატვირთულია გარდამავალი იპოთეკით, ანუ არსებობს რამდენიმე კრედიტორი. ქონების შეძენის შემთხვევაში, ახალ მესაკუთრეზე გადადის ეს გარდამავალი უფლებები. მან უნდა გაისტუმროს შემდგომი რიგის კრედიტორები. აღმასრულებელთანვე შეუძლიათ დააზუსტონ, თუ რა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევთ კრედიტორების სასარგებლოდ. ამ თანხის გასტუმრება კი, უკვე ჩვენგან დამოუკიდებლად, შემძენსა და გარდამავალი უფლების მქონე კრედიტორის შეთანხმებით უნდა მოხდეს.

აუქციონის შემდეგ აღმასრულებელი გამოსცემს განკარგულებას, რომლის საფუძველზეც შემძენი საჯარო რეესტრში თავის სახელზე არეგისტრირებს ქონებას.

აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.

არის შემთხვევები, როდესაც ბინაში არავინ ცხოვრობს და არის შემთხვევები, როდესაც ბინაში ცხოვრობენ მესაკუთრეები. ასეთ დროს შემძენმა უნდა მიმართოს სასამართლოს, რათა გამოიწეროს სააღსრულებო ფურცელი გამოსახლების შესახებ. ხშირად ეს, რა თქმა უნდა, პრობლემებს იწვევს მესაკუთრესა და შემძენს შორის. თუ ბინაში შემძენს დახვდება სხვა მცხოვრები, მან უნდა მიმართოს პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, წარადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და საპატრულო პოლიცია მოახდენს გამოსახლებას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ძველი მესაკუთრეების გამოსახლება, აუციონზე ნაყიდი სახლი, აღსრულება, სააღსრულებო ფურცელი, ბინის რეალიზაცია, ქონების შეფასება, ქონების დაყადაღება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა შემთხვევაში შეუძლია აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლება?!

რა შემთხვევაში შეუძლია აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლება?!

ვრცლად

უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ვრცლად

რა არის ალიმენტი?

რა არის ალიმენტი?

ვრცლად

მოვალის უფლებები სააღსრულებო წარმოებაში

მოვალის უფლებები სააღსრულებო წარმოებაში

ვრცლად

კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებები სააღსრულებო წარმოების პროცესში

კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებები სააღსრულებო წარმოების პროცესში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp