iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის სახით სასამართლოს მიერ ყადაღის დადება და დადებული ყადაღის მოხსნა სასამართლოს მიერ
იურიდიული სტატია

უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის სახით სასამართლოს მიერ ყადაღის დადება და დადებული ყადაღის მოხსნა სასამართლოს მიერ

5-06-2023, 15:14 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი 783 ნახვა
უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის სახით სასამართლოს მიერ ყადაღის დადება და დადებული ყადაღის მოხსნა სასამართლოს მიერ

უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება გულისხმობს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი ნებისმიერი ფორმით განკარგვის აკრძალვას.

რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი აქტის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის (საჯარო რეესტრი) გაგზავნის გზით, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე.უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო რეესტრს.

ყადაღის დადების შემდგომ, ბათილია ნებისმიერი გარიგება, რომელიც იდება ყადაღდადებულ ქონებაზე.

სარჩელის უზრუნველყოფა არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისთვის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით. ყადაღა შეიძლება დაედოს უძრავ ქონებას ან/და საბანკო ანგარიშებსა და ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც.

თუ ფიზიკურმა პირმა ან/და კომპანიამ არ აგინაზღაურათ თანხა ან არ შეგისრულათ რაიმე ვალდებულება, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ მოპასუხის მოძრავ ან/და უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს იმ გარემოებებზე მითითებას რომლებიც გააძნელებს, შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან ისეთ ზიანს გამოიწვევს, რომელიც ვერ ანაზღაურდება.

თუ მოპასუხეს ზიანი ადგება ყადაღით, შეუძლია საჩივრის განხილვის ეტაპზე ზიანის მიყენების ფაქტი დაადასტუროს მტკიცებულებებით და მოითხოვოს ამ უზრუნველყოფის სახის შეცვლა სხვა სახის ღონისძიებით, ან გიჩივლოთ და მოითხოვოს იმ მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა ყადაღის დადების შედეგად. ამიტომ, გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან.

თუ ქონებას უსაფუძვლოდ დაედო ყადაღა, სასამართლოს უნდა წარუდგინოთ დასაბუთებული საჩივარი, რათა ქონებას მოეხსნას ყადაღა.

საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ყადაღა მოხსნილად ითვლება, თუ გადასახადის გადამხდელმა დავალიანება სრულად დაფარა-დავალიანების დაფარვისთანავე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით : „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად).

თუ მსგავსი საჭიროების წინაშე თქვენც მოგიწიათ დადგომა, გაიარეთ იურიდიული კონსულტაცია და ისარგებლოთ კვალიფიციური სამართლებრივი სერვისით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: უძრავი ქონება, უზრუნველყოფა, ყადაღის დადება, სასამართლოს მიერ, ყადაღის მოხსნა, ქონების განკარგვის აკრძალვა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


აღსრულებას დაქვემდებარებული ქონება და ყადაღა

აღსრულებას დაქვემდებარებული ქონება და ყადაღა

ვრცლად

რას ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფა?

რას ნიშნავს სარჩელის უზრუნველყოფა?

ვრცლად

უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

ვრცლად

ნივთები, რომლებზეც ყადაღა არ გამოიყენება

ნივთები, რომლებზეც ყადაღა არ გამოიყენება

ვრცლად

რა შემთვხვევაში არ შეიძლება ყადაღის დადება ?

რა შემთვხვევაში არ შეიძლება ყადაღის დადება ?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp