iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » უცხოეთის მოქალაქე ყოფილი ქმარი, რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე უცხოელია, რა პრობლემები ჩნდება, როცა ყოფილი ქმარი უცხოეთის მოქალაქეა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებასა და სამართლებრივ სირთულეებზე
იურიდიული სტატია

უცხოეთის მოქალაქე ყოფილი ქმარი, რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე უცხოელია, რა პრობლემები ჩნდება, როცა ყოფილი ქმარი უცხოეთის მოქალაქეა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებასა და სამართლებრივ სირთულეებზე

17-07-2025, 16:56 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / განქორწინება / განქორწინების მედიაცია / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში 71 ნახვა
უცხოეთის მოქალაქე ყოფილი ქმარი, რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე უცხოელია, რა პრობლემები ჩნდება, როცა ყოფილი ქმარი უცხოეთის მოქალაქეა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებასა და სამართლებრივ სირთულეებზე

უცხოეთის მოქალაქე ყოფილი ქმარი, რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე უცხოელია, რა პრობლემები ჩნდება, როცა ყოფილი ქმარი უცხოეთის მოქალაქეა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებასა და სამართლებრივ სირთულეებზე

ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების საკითხებზე სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე მოქალაქეების აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს.

შეკითხვა 1 ჩემი მეუღლე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არაერთხელ უარი მივიღეთ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებაზე. გვაქვს ოფიციალურად რეგისტრირებული ქორწინება, ბავშვსაც მამამისის გვარი აქვს და მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია საცხოვრებელი ბინაც. ბოლოს ქვეყანაში შემოსვლის უფლებაც კი აღარ მისცეს. რა სამართლებრივი გზა არსებობს?

პასუხი: მსგავს ვითარებაში რეკომენდებულია სასამართლოსთვის მიმართვა. საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეუღლეა, შესაძლებელია მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა, და არა დროებითი. აღნიშნული საქმის დეტალურად სამართლებრივად შეფასების და წარმოების მიზნით აუცილებელია პროფესიული იურიდიული დახმარების მიღება.

შეკითხვა 2 მაქვს ჩემი დედამთილისგან მუქარის შემცველი ფარული ჩანაწერი. შეიძლება თუ არა ეს ჩანაწერი გამოვიყენო სამართლებრივი დავისას?

პასუხი: საქართველოს კანონმდებლობა კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას სისხლისსამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევს. თუმცა, თუ ჩანაწერში წარმოდგენილია სხვა დანაშაულის ჩადენის ან მოსალოდნელი დანაშაულის მტკიცებულებები, ჩანაწერის გამოყენება შესაძლებელია, თუ მას გამოძიების ორგანოებს გადასცემთ. ასეთ შემთხვევაში ჩანაწერი შეიძლება გამოყენებული იქნას საქმის წარმოებისას.

შეკითხვა 3 თუ არასრულწლოვანი ბავშვი მემკვიდრეა, როგორ უნდა განხორციელდეს მის სახელზე ქონების რეგისტრაცია?

პასუხი: არასრულწლოვანი პირისთვის ქონების გადაცემა მემკვიდრეობის წესით შესაძლებელია დაბრკოლებების გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ არასრულწლოვანის სახელზე რეგისტრირებული ქონების გაყიდვა ან სხვაგვარი გასხვისება შეუძლებელია სასამართლოს თანხმობის გარეშე. ეს წესი ვრცელდება უძრავ ქონებაზე, მანქანებზე და იმ მოძრავ ნივთებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

შეკითხვა 4 შემიძლია თუ არა მოვითხოვო ჩემი არასრულწლოვანი შვილისთვის ყოფილი მეუღლის ქონებიდან წილის გადაცემა?

პასუხი: ქონების გადაცემა ან წილის მოთხოვნა მხოლოდ მემკვიდრეობითი წესითაა შესაძლებელი, რაც პირის გარდაცვალების შემდეგ ხდება აქტუალური. სიცოცხლის პერიოდში პირი თავისუფალია თავის ქონებაზე ნებისმიერი სახის განკარგვის განხორციელებაში. თუმცა, შეგიძლიათ მოითხოვოთ ალიმენტის დანიშვნა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენი არასრულწლოვანი შვილის ფინანსური ინტერესები.

შეკითხვა 5 ჩემი მი ყოფილი მეუღლე, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა, ბავშვის ქვეყნიდან წაყვანით მემუქრება, ამტკიცებს, რომ სასამართლოს გზით მიიღო ბავშვის მეურვეობის უფლება მის ქვეყანაში. როგორ დავიცვა შვილის უფლებები?

პასუხი: ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, არ გასცეთ თანხმობა პასპორტის აღებაზე, სანამ დავა არ მოგვარდება. თუ ბავშვს უკვე აქვს პასპორტი, სასწრაფოდ მიიღეთ პროფესიული იურიდიული კონსულტაცია, რათა დაიცვათ თქვენი და თქვენი შვილის უფლებები. სხვა ქვეყნის სასამართლოებს, როგორც წესი, არ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ორივე მშობლის მონაწილეობის გარეშე, განსაკუთრებით, როცა ერთი მშობელი და ბავშვი ცხოვრობენ სხვა სახელმწიფოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: უცხოეთის მოქალაქე ყოფილი ქმარი, რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე უცხოელია, რა პრობლემები ჩნდება, როცა ყოფილი ქმარი უცხოეთის მოქალაქეა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებასა და სამართლებრივ სირთულეებზე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

ვრცლად

განქორწინება ონლაინ 5 დღეში

განქორწინება ონლაინ 5 დღეში

ვრცლად

რა ითვლება ცოლ-ქმრის საერთო ქონებად

რა ითვლება ცოლ-ქმრის საერთო ქონებად

ვრცლად

განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

ვრცლად

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp