უცხოეთის მოქალაქის ქორწინება საქართველოში / იურიდიული გზამკვლევი ნათია ნაკაშიძესთან ერთად
უცხოეთის მოქალაქის ქორწინება საქართველოში - როგორ ხდება რეგისტრაცია და რა დოკუმენტებია საჭირო?
სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე პასუხობს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კითხვას: როგორ ხდება ქორწინების რეგისტრაცია საქართველოში, როდესაც ერთ-ერთი მხარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა?
ქორწინება არა მხოლოდ ემოციური, არამედ სამართლებრივი აქტია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა იურიდიული დეტალის გათვალისწინება.
1. შესაძლებელია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ქორწინება საქართველოში?
საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ზღუდავს ქორწინების უფლებაში. მთავარია, წყვილმა შეასრულოს რეგისტრაციისთვის აუცილებელი მოთხოვნები, რაც განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსითა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგლამენტით.
2. ქორწინების რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
ა) დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ორივე მხარისა და ორი სრულწლოვანი მოწმისგან;
გ) თუ ერთ-ერთი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში, წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი
დ) უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარადგინოს დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ იგი ამჟამად არ იმყოფება ქორწინებაში
თუ უცხოელის პასპორტი შეიცავს ლათინურ ტრანსლიტერაციას, ქართული თარგმანი სავალდებულო არ არის. თუმცა, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით ან ლეგალიზაციით დამოწმებული და წარმოდგენილი სანოტარო თარგმანით.
3. უცხოელმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს საქართველოში კანონიერი ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი: მაგალითად, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.
ეს მოთხოვნა უზრუნველყოფს იმას, რომ ქორწინება არ გახდეს იმიგრაციული წესების დარღვევის საფუძველი.
4. სად და როგორ ხდება ქორწინების რეგისტრაცია?
-
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში
-
ან იუსტიციის სახლის ფილიალებში
თუ წყვილს არ სურს საზეიმო სარიტუალო მომსახურება, რეგისტრაცია სრულიად უფასოა.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
