iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » განქორწინება » ქორწინება და განქორწინება საქართველოში პროცედურები, პირობები და სამართლებრივი შედეგები
იურიდიული სტატია

ქორწინება და განქორწინება საქართველოში პროცედურები, პირობები და სამართლებრივი შედეგები

4-09-2025, 20:33 განქორწინება / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ალიმენტის დაკისრება / განქორწინების მედიაცია / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ოჯახური დავები / ქონებრივი დავები / ქორწინების ბათილად ცნობა 77 ნახვა
ქორწინება და განქორწინება საქართველოში პროცედურები, პირობები და სამართლებრივი შედეგები

ქორწინება და განქორწინება საქართველოში: რას უნდა იცოდეთ - აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებულიადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

ქორწინება არის როგორც ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. იგი იურიდიულ ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძენს, თუ რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან იუსტიციის სახლის ფილიალში. რეგისტრაცია აუცილებელია, რადგან მხოლოდ ამ გზით ვლინდება მეუღლეთა ნება კანონით განსაზღვრულ წესით.

ქორწინების რეგისტრაციისას საქართველოს კანონმდებლობა რამდენიმე ძირითად მოთხოვნას ითვალისწინებს:

1) საქორწინო ასაკი - კანონის მიხედვით, სრულწლოვანება აუცილებელი წინაპირობაა.

2) ურთიერთ თანხმობა - ქორწინება ნებაყოფლობით უნდა დაიდოს.

3) დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობა - მაგალითად, უკვე არსებული ქორწინება, ახლო ნათესაური კავშირი და სხვა.

თუ ერთ-ერთი მხარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აუცილებელია მისი საქართველოში კანონიერად ყოფნა. რეგისტრაცია ხორციელდება ორი მოწმესთან ერთად, თუმცა ჩვენი საადვოკატო ბიურო კლიენტებს სთავაზობს მოწმის სერვისს, რაც პროცედურას ამარტივებს.

ქორწინება შეიძლება დარეგისტრირდეს იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. ასევე, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რეგისტრაციის ჩატარება სხვა ლოკაციაზეც.
ქორწინების რეგისტრაცია უფასოა სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე, თუმცა დამატებითი სერვისების შემთხვევაში ფასები განსხვავდება.

ქორწინების შეწყვეტა: საქართველოს კანონმდებლობით ქორწინება წყდება სამი გზით:

ა) მეუღლის გარდაცვალება;

ბ) მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება;

გ) განქორწინება;

ყველაზე გავრცელებული ფორმაა განქორწინება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სასამართლოში. თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა - პროცესი მხოლოდ სასამართლოს გზით მიმდინარეობს.

განქორწინება შესაძლებელია როგორც მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ასევე ერთ-ერთი მეუღლის მიერ. მეორე შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება (მაგალითად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა, თავისუფლების აღკვეთის განაჩენი და სხვ.).

რა დოკუმენტებია საჭირო განქორწინებისთვის როდესაც ორივე მხარე თანახმაა?

ა) ერთობლივი განცხადება;

ბ) ორივე მეუღლის პირადობის მოწმობა;

გ) ქორწინების მოწმობა.

გაითველისწინეთ! თუ ერთ-ერთი მეუღლე ცალმხრივად ითხოვს განქორწინებას, დამატებით საჭიროა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

განქორწინებისას მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანაბრად იყოფა. გამონაკლისია:

ა) ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ქორწინებამდე;

ბ) მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება;

გ) პირადი მოხმარების ნივთები (ძვირფასეულობის გარდა);

დ) პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები.

მნიშვნელოვანია, რომ საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ სამი წლის განმავლობაშია შესაძლებელი განქორწინების შემდეგ.

განქორწინებისას ხშირად იჩენს თავს დავა არასრულწლოვან ბავშვებზე. თუ მშობლები ვერ თანხმდებიან, ვინ დარჩება ბავშვთან, სასამართლო გადაწყვეტილებას ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ან შეთანხმებით, ან სასამართლოს გზით, ბავშვის საჭიროებებისა და მშობლის მატერიალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქორწინება, განქორწინება, ქორწინების რეგისტრაცია, განქორწინების რეგისტრაცია, ქორწინების მოწმობა, იუსტიციის სახლი, ქონების გაყოფა, ალიმენტი, ქორწინება საქართველოში, განქორწინება საქართველოში, განქორწინების პროცედურა, იუსტიციის სახლი ქორწინება, ალიმენტი საქა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქორწინება და მისი რეგისტრაცია

ქორწინება და მისი რეგისტრაცია

ვრცლად

ქორწინება-განქორწინება სტატისტიკა საქართველოში

ქორწინება-განქორწინება სტატისტიკა საქართველოში

ვრცლად

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

ვრცლად

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp