iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » ქორწინება და მისი რეგისტრაცია
იურიდიული სტატია

ქორწინება და მისი რეგისტრაცია

16-05-2023, 17:52 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi 552 ნახვა
ქორწინება და მისი რეგისტრაცია

საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. იმისათვის, რომ ქორწინება, როგორც ორმხრივი ნების გამოვლენა, ნამდვილი იყოს, აუცილებელია მისი რეგისტრაცია სახელმწიფო ორგანოში.

ქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობებია:

დასაქორწინებელ პირთა თანხმობა;

პირთა საქორწინო ასაკი;

ქორწინების დამაბრკოლებელი პირობების არარსებობა.

ადამიანი საქართველოში ვერ დაქორწინდება, თუ უკვე ჰყავს ცოლი/ქმარი. განქორწინებულმა პირმა ასევე უნდა წარმოადგინოს წინა განქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტები.

თუ ქორწინების რეგისტრაციის მსურველ პირთაგან ერთ-ერთი მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აუცილებელი პირობაა მისი საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნა. გასათვალისწინებელია, რომ ქორწინების რეგისტრაცია არ დაიშვება წარმომადგენლის მეშვეობით, თუმცა განცხადების წარდგენა რეგისტრაციის თაობაზე შეუძლიათ როგორც დაქორწინების მსურველ წყვილს, ისე მათ მინდობილ პირს/პირებს. ქორწინების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს არანაკლებ ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით.

ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე უფასოა, თუმცა მომსახურების საფასური რეგისტრაციის დროისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება.

ქორწინების მოწმობის აპოსტილით დამოწმება შესაძლებელია ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც მიმართავს აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქორწინების რეგისტრაცია, სახელმწიფო ორგანო, საქართველოს კანონმდებლობა, დაქორწინება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

ვრცლად

დაბადების რეგისტრაცია

დაბადების რეგისტრაცია

ვრცლად

საზეიმო ცერემონიალით ქორწინების რეგისტრაცია კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით განახლდა

საზეიმო ცერემონიალით ქორწინების რეგისტრაცია კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით

ვრცლად

ქორწინების სამართლებრივი შედეგები და ქონების გაყოფა განქორწინებისას

ქორწინების სამართლებრივი შედეგები და ქონების გაყოფა განქორწინებისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp