iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ქორწინება და განქორწინება საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოში
იურიდიული სტატია

ქორწინება და განქორწინება საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოში

18-09-2023, 14:30 ადვოკატი / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / iuristi / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / განქორწინების მედიაცია / განქორწინება / სიახლე 2 133 ნახვა
ქორწინება და განქორწინება საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოში

საადვოკატო ბიუროს მართველო პარტნიორი, ქალბატონი ნათია ნაკაშიძე განმარტავს როგორ ხდება ქორწინება და განქორწინება საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოში.

საოჯახო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქორწინების წესები, პირობები, ერთმანეთისაგან განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, ვინაიდან იგი უშუალოდ დაკავშირებულია რელიგიასთან, ტრადიციებთან, წესჩვეულებებთან, ქვეყნის ისტორიასთან და ა.შ.

ბევრი ევროპული ქვეყანა აბსოლუტურად ემხრობა ე.წ. „მონოგამიურ“ ქორწინებას, ანუ ქორწინება შეიძლება მოხდეს ქალსა და მამაკაცს შორის,რაც გვაქვს საქართველოში. ქორწინება საქართველოში დაიშვება 18 წლის ასაკიდან.

ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, მაგალითად, ჰოლანდია აღიარებს ქორწინებას ერთსა და იმავე სქესის მქონე პირებს შორის.

ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, მუსულმანური აზიური ქვეყნები, რელიგიური წესებიდან გამომდინარე, უშვებს ე.წ. „პოლიგამიურ“ ქორწინებას, რაც გულისხმობს მამაკაცის მიერ რამდენიმე ქალთან ქორწინების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

არსებოს თუ არა რაიმე სამართლებრივი აკრძალვა საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ქორწინების რეგისტრაციისას?

- საქართველოს კანონდმებლობა არ ითვალისწინებს რაიმე აკრძალვას საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაქორწინებისათვის. ქორწინება დასაშვებია არამარტო საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორისაც.

რა შემთხვევაში ვერ განხორციელდება ქორწინების რეგისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქესთნ საქართველოში?

- საქართველოს კანონმდებლობით არ დაიშვება ქორწინება იმ პირთა შორის, თუ წინა ქორწინება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილებით არ არის შეწყვეტილი ან ბათილი, ასევე თუ წინა მეუღლე არ არის იურიდიულად გარდაცვლილად გამოცხადებული.

როგორ ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან განქორწინება საქართველოში?

- განქორწინება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა,განქორწინების წესი, ფორმა და მიდგომები, ქვეყნების მიხედვით, განსხვავდება ერთმანეთისაგან,ერთი შეხედვით, მარტივი პროცედურა რთულდება მაშინ, როდესაც განქორწინება ხდება ტრანსნაციონალურ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შორის, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელებულია საქართველოში ამ შემთხვევაში განქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ზუსტად იმავე წესების დაცვით ხდება, რაც აუცილებელია საქართველოს მოქალაქესთან განქორწინების პროცედურის ეტაპზე.

სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა აღინიშნოს, რომ განქორწინების პროცესი საქართველოში უფრო მარტივად მიმდინარეობს,ვიდრე ევროპის მრავალ ქვეყანაში შიდა სახელმწიფო კანონებიდან გამომდინარე.

რა შეიძლება იყოს განქორწინების მიზეზი?

- განქორწინების საფუძველი შეიძლება იყოს მთელი რიგი მიზეზები, რაზეც მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ ურთიერთთანაცხოვრების პერიოდში. ამიტომაც მათ კანონი აძლევს უფლებას, განქორწინდნენ, რისთვისაც ისინი, დავის არარსებობის შემთხვევაში, მიმართავენ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი- სასამართლოს.

განქორწინების მიზეზებიდან პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია: მეუღლეთა შორის საერთო შეხედულებებისა და ინტერესების არარსებობა, ხასიათის შეუთავსებლობა, ცოლქმრული ერთგულების დარღვევა, ეჭვიანობა, ლოთობა, სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა, უმუშევრობით გამოწვეული მძიმე ყოფა, ძალადობა და ა.შ. როგორც ჩანს, განქორწინების მიზეზებს შორის საკმაოდ არის როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ფაქტორები. განქორწინებისას იგულისხმება, რომ ქორწინება მოხდა კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, განსაზღვრული დროის განმავლობაში არსებობდა მეუღლეებს შორის წარმოშობილი საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობანი, მაგრამ შემდეგ იგი, ისევ მეუღლეთა ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყდა.

როგორ ხდება განქორწინება საქართველოში?

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ამბობს: „განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში“.

აქვს თუ არა უფლება ეთ-ერთ მეუღლეს თავად გადაწყვიტოს განქორწინების საკითხი?

- საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. მაშასადამე, მეუღლეებს უფლება აქვთ, თავად გადაწვიტონ, გააგრძელონ თუ შეწყვიტონ ქორწინება.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ერთი მეუღლის სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში დადგება განქორწინების ფაქტი,მიუხედავად იმისა,მეორე მეუღლე თანახმა არის თუ არა განქორწინებაზე გარდა იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი საერთო შვილი 1წლამდე ასაკის არის.

რომელი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული განქორწინების შემთხვევაში?

- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქორწინების შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, რომ: როდესაც უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით განქორწინება შეუძლებელია, იგი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამართლის შესაბამისად, თუ განქორწინების მსურველი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

1. ქორწინების შეწყვეტა საქართველოს მოქალაქესა და უცხოელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შორის წარმოებს საქართველოს სამართლის მიხედვით;

2. ქორწინების შეწყვეტა მეუღლეებს შორის, რომელთაგან ორივეს ან ერთ-ერთს მაინც ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი აქვს საქართველოში, განიხილება საქართველოს სამართლის მიხედვით, მეუღლეთა მოქალაქეობას ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს;

3. ქორწინების შეწყვეტა მეუღლეებს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ჰქონდა საქართველოში, შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს სასამართლოს მიერ და საქართველოს სამართლის მიხედვით;

4. ქორწინების შეწყვეტა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესა (ან დაქორწინების დროს მაინც თუ იყო საქართველოს მოქალაქე) და უცხოეთის მოქალაქეს შორის განიხილება საქართველოს სამართლის მიხედვით, თუ ქორწინების შეწყვეტა (განქორწინება) უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით შეუძლებელია.

რა შემთხვევაში აქვს ძალა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოში გამოტანილ განქორწინების გადაწყვეტილებას?

- უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ, მოქმედებს განსაკუთრებული წესი. ამ შემთხვევაში დამოწმების შემდგომ უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების ცნობა და შემდგომ განქორწინების რეგისტრაცია. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი წარდგენილ შეიძლება იყოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ თარგმანი განხორციელებულია უცხო ქვეყნის ორგანოების მიერ, თარგმანი დამოწმებულ უნდა იყოს შესაბამისი წესით ან აპოსტილის ბეჭდით, ან ლეგალიზებული. პროცედურა დამოკიდებულია უცხო ქვეყანაზე.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განქორწინება, ქორწინება, საქართველოში, განქორწინება საქართველოში, განქორწინება ონლაინში, ონლაინში განქორიწნება, განქორწინება დისტანციურად, განქორწინება ემიგრანტებს, განქორწინება მსოფლიოს მასშტაბით, განქორწინება ემიგრანტებს +995599505578, განქორწინება უცხო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

ვრცლად

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

ვრცლად

ქორწინება და მისი რეგისტრაცია

ქორწინება და მისი რეგისტრაცია

ვრცლად

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp