iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » განქორწინება » განქორწინების რეგისტრაცია - როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია
იურიდიული სტატია

განქორწინების რეგისტრაცია - როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია

6-08-2025, 18:44 განქორწინება / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / განქორწინების მედიაცია / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ოჯახური დავები 120 ნახვა
განქორწინების რეგისტრაცია - როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია

განქორწინების რეგისტრაცია - როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, (სპეციალიზაცია: სამოქალაქო, ადმინისტრაციული საქმეები და ბავშვთა უფლებები) უპასუხებს თქვენს შეკითხვებს


კითხვა: მინდა ოფიციალურად განვქორწინდე. მაინტერესებს, როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია, რა ვარიანტები არსებობს და რა დოკუმენტებია საჭირო?

პასუხი: განქორწინების რეგისტრაცია არის სამართლებრივი პროცედურა, რომლის საშუალებითაც ცოლ-ქმარი ოფიციალურად წყვეტს ქორწინებას. ეს პროცესი შესაძლებელია როგორც ერთობლივად, ასევე ცალმხრივად გარკვეულ შემთხვევებში.

როგორ შეიძლება ქორწინების შეწყვეტა?

განქორწინება რეგისტრირდება შემდეგი გზებით:

1. მეუღლეების ერთობლივი განცხადებით
თუ ორივე მხარე თანხმდება განქორწინებას და არ აქვთ საერთო არასრულწლოვანი შვილები ან ქონებრივი დავა, შესაძლებელია რეგისტრაცია მარტივად – შესაბამისი სამოქალაქო სამსახურის მეშვეობით.

2. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, თუ არსებობს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლები:

ა) სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება – რომელიც ცნობს ქორწინებას შეწყვეტილად.

ბ) მეორე მეუღლე უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა ცნობილი სასამართლოს მიერ.

გ) მეორე მეუღლე მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთის ვადით მინიმუმ 3 წლის ვადით, დანაშაულის ჩადენისთვის.

ასეთ შემთხვევაში, განქორწინება მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნითაც ხდება შესაძლებელი , მაგრამ შესაბამისი სასამართლო აქტის საფუძველზე.

განქორწინების რეგისტრაცია შესაძლებალია ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე. იხილეთ სტატია განქორწინება 5 დღეში ონლაინ

რა დოკუმენტებია საჭირო განქორწინების რეგისტრაციისთვის როდესაც ორივე მხარე თანახმაა?

განქორწინების პროცესის დასაწყებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

ბ) პირადობის მოწმობა ან პასპორტი – ორივე მეუღლის (ან მხოლოდ ერთის, თუ საქმე ცალმხრივად რეგისტრირდება).

გ) ქორწინების მოწმობა

შენიშვნა! დამატებით შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა დოკუმენტებიც (მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი მეორე მხარე თანახმა არ არის განქორწინებაზე), რაც დამოკიდებულია რეგისტრაციის ტიპზე.

როდის ხდება განქორწინების რეგისტრაცია?

განქორწინების რეგისტრაციის პროცედურა გრძელდება 5 სამუშაო დღემდე, განცხადების წარდგენიდან.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განქორწინების რეგისტრაცია, როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


განქორწინება ონლაინ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, განქორწინების ადვოკატი

განქორწინება ონლაინ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, განქორწინების ადვოკატი

ვრცლად

განქორწინება დისტანციურად

განქორწინება დისტანციურად

ვრცლად

განქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

განქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp