Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

იარაღის რეგისტრაციის მოწმობის დაკარგვა და აღდგენა - ადვოკატი ნათია ნაკაშიძის რჩევები

იარაღის რეგისტრაციის მოწმობის დაკარგვა და აღდგენა -  ადვოკატი ნათია ნაკაშიძის რჩევები


იარაღის ფლობა არა მხოლოდ უფლება, არამედ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც არის. ამ პროცესს თან ახლავს მკაცრად გაწერილი სამართლებრივი ვალდებულებები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა მოქალაქემ იარაღის ფლობა შეძლოს კანონიერად და უსაფრთხოდ.


ხშირად ჩნდება კითხვა: რა უნდა მოვიმოქმედო, თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა დავკარგე? რამდენ ხანში შევძლებ ახალი მოწმობის აღებას? და, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ბევრს, შესაძლებელია თუ არა მინდობილობით სხვისი იარაღის გადატანა? აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.


როგორც ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს, იარაღის რეგისტრაციის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ მომსახურების სააგენტოს. იქ უნდა დაიწყოთ ახალი რეგისტრაციის პროცედურა, რომელიც მოითხოვს რამდენიმე საბუთის წარდგენას:

  • განცხადებას.
  • პირადობის ან ბინადრობის მოწმობას.
  • ბალისტიკური შემოწმების დამადასტურებელ აქტს.
  • ჯანმრთელობის შესახებ ცნობას ან მოქმედ მართვის მოწმობას
  • და სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდის ქვითარს.


ყველა ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ გაცემული ექნება ახალი რეგისტრაციის მოწმობა, ხოლო ძველი ავტომატურად ითვლება ძალადაკარგულად. პროცედურა განსაკუთრებულად ხანგრძლივი არ არის - მოქალაქე ახალ მოწმობას იღებს რამდენიმე წუთში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს.


გამოიწვევს თუ არა დამატებით ბიუროკრატიას ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა? - პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჯანმრთელობის ცნობა სავალდებულოა, თუმცა გამონაკლისის სახით მის ადგილას შესაძლებელია წარადგინოთ ახალი ტიპის მართვის მოწმობა, რომელიც უკვე მოიცავს სამედიცინო შემოწმებას. ეს არის მოქნილი გზა მოქალაქეებისთვის, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი დოკუმენტაციის შეგროვება.


განსაკუთრებით აქტუალურია კითხვა, შეიძლება თუ არა იარაღის რეგისტრაციის ან გადატანის პროცედურა განხორციელდეს მინდობილობით. ბევრს ჰგონია, რომ შესაძლებელია მსგავს საკითხებში მესამე პირის ჩართვა, მაგრამ სინამდვილეში მინდობილობით იარაღის რეგისტრაცია ან მისი ადგილზე წარდგენა გამორიცხულია. მიზეზი მარტივია იარაღის ფიზიკური წარდგენა და მისი ბალისტიკური შემოწმება ხდება უშუალოდ მფლობელის მიერ, ამიტომ მესამე პირს ამ პროცესში ჩართვის უფლება არ ეძლევა.


როგორც ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ამბობს, იარაღის რეგისტრაცია ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და მისი გადატანა ან რეგისტრაცია ვერ მოხდება მესამე პირის მიერ. პროცედურა სწრაფი და მარტივია, თუ დოკუმენტაცია სრულად არის წარმოდგენილი.


იარაღის რეგისტრაციის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქემ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ და მიმართოს მომსახურების სააგენტოს. ახალი მოწმობის მიღება შესაძლებელია რამდენიმე წუთში, ჯანმრთელობის ცნობა ან ახალი მართვის მოწმობა სავალდებულოა, ხოლო მინდობილობით სხვისი იარაღის გადატანა ან რეგისტრაცია არ ხერხდება. ეს არის პროცედურა, რომელიც მოქალაქის უშუალო მონაწილეობას მოითხოვს და რომელიც ერთდროულად იცავს როგორც მის უსაფრთხოებას, ისე საზოგადოებრივ ინტერესებს.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები