iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ავტოსესხი, ავარია და ვალი
იურიდიული სტატია

ავტოსესხი, ავარია და ვალი

6-09-2025, 18:55 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 15 ნახვა
ავტოსესხი, ავარია და ვალი

ავტოსესხი, ავარია და ვალი - აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებულიადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

კითხვა 1: მანქანა სესხით გამოვიყვანე, მაგრამ ავარიის შემდეგ ვეღარ გადავიხადე თანხა. ახლა საქმე გადასულია სააღსრულებოში და თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია. რა შემიძლია გავაკეთო?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა სახის ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე, ეს იყო ლიზინგი თუ ავტოსესხი გირავნობით. ორივე შემთხვევაში კრედიტორს აქვს უფლება, მოითხოვოს თანხის სრული დაბრუნება, ხოლო მსესხებელს არ აქვს სამართლებრივი მექანიზმი, რომ იძულებით მიაღწიოს მასთვის სასურველ გადანაწილებას. გადანაწილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.

თუ საქმე უკვე გადაცემულია სააღსრულებო ბიუროში, მაშინ საქმე რთულდება, რადგან იქ უკვე დაემატება აღმასრულებლის ხარჯები, ჯარიმები და პროცენტები. ასეთ დროს რეკომენდებულია მშვიდობიანი მოლაპარაკება კრედიტორთან ან/და სააღსრულებელთან გადახდის გეგმის მოთხოვნა.

კითხვა 2: რა უფლებები აქვს სოციალურად დაუცველ პირს ასეთ სიტუაციაში?
სოციალურად დაუცველის სტატუსი პირდაპირ ვალს ვერ აუქმებს, თუმცა შესაძლებელია გარკვეული შეღავათების მიღება, მაგალითად სასამართლოში აღსრულების პროცესის შეჩერების მოთხოვნა განსაკუთრებული გარემოებების გამო. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ იურისტს და შეამოწმოთ, ხომ არ არის შესაძლებელი სესხის რესტრუქტურიზაცია ან გარკვეული ვალდებულებების შემცირება.

კითხვა 3: მესაკუთრე გარდაიცვალა და მანქანის გადაფორმება მჭირდება. როგორ ხდება ეს?
თუ ავტომობილის მფლობელი გარდაიცვალა, მემკვიდრეს შეუძლია მანქანა გაიფორმოს თავის სახელზე. ამისათვის საჭიროა:

ა) სამკვიდრო მოწმობა (გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ);

ბ) ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა;

გ) დათვალიერების აქტი მომსახურების სააგენტოდან;

დ) პირადობის მოწმობა;

ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის ქვითარი.

თუ 6-თვიანი ვადა უკვე გასულია, საჭიროა სასამართლოში საქმის შეტანა, რათა დადგინდეს ფაქტობრივი ფლობა. შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა სამკვიდროს მოწმობა.

კითხვა 4: სად უნდა მივმართო, რომ ახალი მესაკუთრის სახელზე გადავაფორმო მანქანა?
ამისათვის უნდა მიხვიდეთ მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში და იქვე შეავსოთ განაცხადი, წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი და გადაიხადოთ კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ავტოსესხი, ლიზინგი, ავარია, ვალები, სააღსრულებელი, ნოტარიუსი, სამკვიდრო, მანქანის გადაფორმება, სოციალურად დაუცველი, სააღსრულებო ბიურო, მემკვიდრეობა მანქანაზე, რესტრუქტურიზაცია, ხელშეკრულება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იურიდიული კითხვები და პასუხები, როგორ დავიცვათ თავი ქონებრივ და ფინანსურ დავებში

იურიდიული კითხვები და პასუხები, როგორ დავიცვათ თავი ქონებრივ და ფინანსურ დავებში

ვრცლად

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

ვრცლად

მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში - რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის გზამკვლევი

მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში - რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის გზამკვლევი

ვრცლად

სააღსრულებო წარმოების დროს მოვალის უფლებები

სააღსრულებო წარმოების დროს მოვალის უფლებები

ვრცლად

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp