iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » იურისტის რჩევები: როგორ მოვიქცეთ რთულ სამოქალაქო, საოჯახო და ქონებრივ სამართლებრივ საკითხებში - იპოთეკური ბინების ჩუქება, ბავშვის ნახვის უფლება, შპს-ის გაუქმება და სხვა ხშირად დასმული კითხვები
იურიდიული სტატია

იურისტის რჩევები: როგორ მოვიქცეთ რთულ სამოქალაქო, საოჯახო და ქონებრივ სამართლებრივ საკითხებში - იპოთეკური ბინების ჩუქება, ბავშვის ნახვის უფლება, შპს-ის გაუქმება და სხვა ხშირად დასმული კითხვები

17-07-2025, 17:59 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / განქორწინება / ალიმენტის დაკისრება / იპოთეკის რეგისტრაცია / საგადასახადო დავები / მემკვიდრეობა / ოჯახური დავები 44 ნახვა
იურისტის რჩევები: როგორ მოვიქცეთ რთულ სამოქალაქო, საოჯახო და ქონებრივ სამართლებრივ საკითხებში - იპოთეკური ბინების ჩუქება, ბავშვის ნახვის უფლება, შპს-ის გაუქმება და სხვა ხშირად დასმული კითხვები

იურისტის რჩევები: როგორ მოვიქცეთ რთულ სამოქალაქო, საოჯახო და ქონებრივ სამართლებრივ საკითხებში - იპოთეკური ბინების ჩუქება, ბავშვის ნახვის უფლება, შპს-ის გაუქმება და სხვა ხშირად დასმული კითხვები

ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების სპეციალისტი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე მოქალაქეების აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს.

შეკითხვა 1 შესაძლებელია თუ არა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მაგალითად, ბინა, მშობელმა აჩუქოს საკუთარ არასრულწლოვან შვილს? ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების სპეციალისტი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე მოქალაქეების აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს.

პასუხი: კანონმდებლობით იპოთეკით დატვირთული ბინის შვილზე ჩუქება დასაშვებია, თუმცა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ქონებას გაჰყვება არსებული ფინანსური ვალდებულებაც და იპოთეკური ვალდებულების შესრულება კვლავ აუცილებელი იქნება.

შეკითხვა 2 სააღსრულებო ორგანომ დააყადაღა ჩემი საბანკო ანგარიშები და ხელფასიდან მიქვითავს 50%-ს, რის გამოც არ მრჩება საკმარისი თანხა თავის სარჩენად. ვარ მარტოხელა მშობელი, როგორ შეიძლება შევამცირო ჩამოსაჭრელი თანხის მოცულობა?

პასუხი: თუ თქვენ წინააღმდეგ მიიღეს დაუსწრებელი სასამართლო გადაწყვეტილება, მისი გასაჩივრება შესაძლებელია, თუ არსებობს ახალი გარემოებები ან არგუმენტები, რაც საჩივრის საფუძველი გახდება. აღსრულების ეტაპზე შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ აღსრულების ბიუროს შესაბამისი განცხადებით, სადაც ახსნით თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. აუცილებელია წარადგინოთ შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება კრედიტორის თანხმობაზე.

შეკითხვა 3 როგორ გავაუქმო რეგისტრაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, რომელიც დიდი ხანია არ ფუნქციონირებს?

პასუხი: შპს-ის გაუქმება ხდება მისი ლიკვიდაციის გზით, რაც გულისხმობს ქონების ინვენტარიზაციას, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას, საბანკო ანგარიშების დახურვას და რეესტრში შესაბამისი განაცხადის შეტანას. შესაძლოა, დაგჭირდეთ იურისტის დახმარება, რადგან პროცესი საკმაოდ კომპლექსურია.

შეკითხვა 4 შვილმა გაყიდა მის სახელზე გაფორმებული ქონება და ახლა ახალი მფლობელი ბინიდან ითხოვს ჩემი მოხუცი მშობლების გამოსახლებას. რა სამართლებრივი შესაძლებლობები არსებობს?

პასუხი: როდესაც საკუთრება კანონის სრული დაცვით იყიდება, ახალი მესაკუთრის უფლებაა მოითხოვოს ქონების დაცლა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თქვენი მშობლების გამოსახლების პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს სასამართლო დავის გზით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ალბათობით იქნება ახალი მესაკუთრის სასარგებლოდ.

შეკითხვა 5 ბანკში მაქვს აღებული ოვერდრაფტის ტიპის სესხი, რომელიც მხოლოდ პროცენტის გადახდით არ იფარება. როგორ გადავიდე ჩვეულებრივ საპენსიო სესხზე?

პასუხი: ოვერდრაფტის შემთხვევაში აუცილებელია სესხის ძირის სრულად დაფარვა. სანამ ძირი არ იქნება გადახდილი, პროცენტის გადახდა არ დასრულდება. შესაბამისად, საჭიროა სესხის სრული დაფარვა.

შეკითხვა 6 შევიძინე ბინა, რომელიც გაქირავებული იყო ხელშეკრულების გარეშე, მაგრამ ამჟამინდელი მცხოვრები უარს ამბობს გასვლაზე. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ შემთხვევაში, სამართლებრივი გამოსავალი არის სასამართლოსთვის მიმართვა ნივთის უკანონო მფლობელობის შეწყვეტისა და პირის გამოსახლების მიზნით.

შეკითხვა 7 პირი, რომელსაც ბანკის ვალდებულება აქვს, დაკავებულია და მისი ოჯახი ვერ ახერხებს სესხის გადახდას. რა სამართლებრივი შედეგები დადგება?

პასუხი: პირის დაკავება არ აუქმებს ფინანსურ ვალდებულებას. ბანკს შეუძლია გამოიყენოს არსებული სამართლებრივი მექანიზმები ვალდებულების იძულებითი აღსრულების მიზნით.

შეკითხვა 8 ყოფილი მეუღლე არ მაძლევს ბავშვის ნახვის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ ალიმენტს ვიხდი. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მშობელს არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ბავშვის ნახვაში. სასამართლოს გზით შეგიძლიათ მოითხოვოთ ბავშვის ნახვის გრაფიკის განსაზღვრა.

შეკითხვა 9 მამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადა გამოვტოვე, როგორ მივიღო ქონება სასამართლოს გზით და რა თანხები დამჭირდება?

პასუხი: სამკვიდროს მიღების საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გადაიხადოთ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. იურიდიული მომსახურების ღირებულება კი ინდივიდუალურია.

შეკითხვა 10 იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთით უზრუნველყოფილი სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუძლია თუ არა ბანკს სხვა ქონების გაყიდვა?

პასუხი: ეს დამოკიდებულია სესხის ხელშეკრულების პირობებზე. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ იპოთეკით შემოიფარგლება, სხვა ქონება არ ექვემდებარება რეალიზაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკს ამის უფლება ექნება.

შეკითხვა 11 როგორ დავიმტკიცო წინაპრების მიტოვებული მიწის ნაკვეთი?

პასუხი: ამისათვის აუცილებელია კონკრეტული მტკიცებულებების, მათ შორის საკომლო ჩანაწერების, არსებობა და სხვა გარემოებების შეფასება. შესაძლებელია საქმის სასამართლოში განხილვაც.

შეკითხვა 12 ავტომობილზე არსებული სესხის გადაუხდელობის გამო საქმე გადაეცა სააღსრულებო ორგანოს, ვეღარ ვფარავ ვალდებულებას, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ შემთხვევაში კრედიტორთან მოლაპარაკების გზით უნდა სცადოთ ვალდებულების გადანაწილება, თუმცა კრედიტორს იურიდიულად არ ევალება თქვენს მოთხოვნაზე თანხმობა.

შეკითხვა 13 გარდაცვლილი პირის ავტომობილის მემკვიდრეობით გადაცემისთვის რა პროცედურები არსებობს?

პასუხი: გარდაცვალებიდან 6 თვეში მემკვიდრემ უნდა მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად. თუ ვადა გამოტოვებულია, საჭიროა სასამართლოს გზით ქონების ფაქტობრივი ფლობის დამტკიცება, რის შემდეგაც ნოტარიუსი გასცემს შესაბამის სამკვიდრო მოწმობას.

საადვოკატო ბიურო “ნაკაშიძე და პარტნიორები“ აგრძელებს თქვენს მიერ გამოგზავნილ საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემას. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: იურისტის რჩევები: როგორ მოვიქცეთ რთულ სამოქალაქო, საოჯახო და ქონებრივ სამართლებრივ საკითხებში - იპოთეკური ბინების ჩუქება, ბავშვის ნახვის უფლება, შპს-ის გაუქმება და სხვა ხშირად დასმული კითხვები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამხედრო სამსახურის გადავადება, კომერციული ფართის ქირავნობის დავა და სამშენებლო კომპანიისგან დაზარალება – იურისტის რჩევები

სამხედრო სამსახურის გადავადება, კომერციული ფართის ქირავნობის დავა და სამშენებლო

ვრცლად

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის

ვრცლად

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები

ვრცლად

მანქანის მინების დაბურვა - დასაშვები ნორმები, ჯარიმები და გასაჩივრების წესი საქართველოში

მანქანის მინების დაბურვა - დასაშვები ნორმები, ჯარიმები და გასაჩივრების წესი საქართველოში

ვრცლად

უცხოეთის მოქალაქე ყოფილი ქმარი, რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე უცხოელია, რა პრობლემები ჩნდება, როცა ყოფილი ქმარი უცხოეთის მოქალაქეა - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ განქორწინებასა და სამართლებრივ სირთულეებზე

უცხოეთის მოქალაქე ყოფილი ქმარი, რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ყოფილი მეუღლე უცხოელია, რა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp