iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მანქანის მინების დაბურვა - დასაშვები ნორმები, ჯარიმები და გასაჩივრების წესი საქართველოში
იურიდიული სტატია

მანქანის მინების დაბურვა - დასაშვები ნორმები, ჯარიმები და გასაჩივრების წესი საქართველოში

17-07-2025, 15:49 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 122 ნახვა
მანქანის მინების დაბურვა - დასაშვები ნორმები, ჯარიმები და გასაჩივრების წესი საქართველოში

ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების სპეციალისტი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე მოქალაქეების აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს.

შეკითხვა: უცხოეთიდან ჩამოვიყვანე ავტომობილი, გავიარე საბაჟო და ტექნიკური დათვალიერება, რის შემდეგაც დავარეგისტრირე ჩემს სახელზე. ერთ-ერთ მოგზაურობისას პატრულმა გამაჩერა და შეამოწმა მანქანის საქარე და გვერდითი მინების დაბურვა, რის შემდეგაც დამაჯარიმა 500 ლარით. არ ვიცოდი, რომ მანქანის მინების დაბურვის პროცენტი კანონით დასაშვებზე მეტი იყო, რადგან მანქანა ამ მდგომარეობაში ჩამოვიდა. არც ტექნიკური დათვალიერების დროს, არც რეგისტრაციის დროს ამის შესახებ არ გავუფრთხილებივარ. აქვს თუ არა აზრი ამ ჯარიმის გასაჩივრებას? და როგორ შევამოწმოთ, შეესაბამება თუ არა ავტომობილის მინების დაბურვა დასაშვებ ნორმებს?

პასუხი: საქართველოში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, წინა საქარე მინაზე დაბურვა შეიძლება იყოს არაუმეტეს 30%-ისა, თუ ის ქარხნული წარმოებისაა. გვერდითა წინა მინებზე დაშვებულია მაქსიმუმ 60%-იანი დაბურვა, ხოლო უკანა მგზავრების მხარეს განთავსებულ მინებზე – 75%-მდე. ამ ნორმებს აღემატება თუ არა თქვენი ავტომობილის მინების დაბურვა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ სპეციალური მოწყობილობით, რომელიც გამოიყენება საპატრულო პოლიციის მიერ.

სამწუხაროდ, ავტომობილის რეგისტრაციისა და ტექნიკური დათვალიერების დროს მინების დაბურვის პროცენტის შემოწმების ვალდებულება არცერთ უწყებას არ აქვს, ამიტომ ხშირია შემთხვევები, როცა მძღოლები პირველად პატრულის მიერ გაჩერების დროს იგებენ, რომ კანონდარღვევას აქვს ადგილი.

რაც შეეხება გასაჩივრებას, პატრულს ეკისრება ვალდებულება, გამოგიცხადოთ, თუ რამდენით აღემატება დაბურვის პროცენტულობა დასაშვებ ნორმებს, რის მიხედვითაც დგინდება ჯარიმის ოდენობა – 100 ან 500 ლარი. თუ ეს ინფორმაცია არ მიგიღიათ, შესაძლოა, ეს პროცედურული დარღვევა გახდეს თქვენი საჩივრის საფუძველი. თუმცა, რამდენად წარმატებული იქნება გასაჩივრება, დამოკიდებულია საქმის დეტალურ გარემოებებზე.

საადვოკატო ბიურო ნაკაშიძე და პარტნიორები აგრძელებს თქვენს მიერ გამოგზავნილ საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემას. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მანქანის მინების დაბურვა - დასაშვები ნორმები, ჯარიმები და გასაჩივრების წესი საქართველოში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ვრცლად

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის

ვრცლად

რა რისკები ახლავს მეორადი ავტომობილის შეძენას?

რა რისკები ახლავს მეორადი ავტომობილის შეძენას?

ვრცლად

სამხედრო სამსახურის გადავადება, კომერციული ფართის ქირავნობის დავა და სამშენებლო კომპანიისგან დაზარალება – იურისტის რჩევები

სამხედრო სამსახურის გადავადება, კომერციული ფართის ქირავნობის დავა და სამშენებლო

ვრცლად

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp