iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სამხედრო სამსახურის გადავადება, კომერციული ფართის ქირავნობის დავა და სამშენებლო კომპანიისგან დაზარალება – იურისტის რჩევები
იურიდიული სტატია

სამხედრო სამსახურის გადავადება, კომერციული ფართის ქირავნობის დავა და სამშენებლო კომპანიისგან დაზარალება – იურისტის რჩევები

17-07-2025, 16:43 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სახელშეკრულებო სამართალი / სიახლე 16 ნახვა
სამხედრო სამსახურის გადავადება, კომერციული ფართის ქირავნობის დავა და სამშენებლო კომპანიისგან დაზარალება – იურისტის რჩევები

სამხედრო სამსახურის გადავადება, კომერციული ფართის ქირავნობის დავა და სამშენებლო კომპანიისგან დაზარალება – იურისტის რჩევები

ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების სპეციალისტი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე მოქალაქეების აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს.

შეკითხვა 1 ამხედრო სამსახურში გაწვევა მეკისრება, თუმცა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ წასვლას, რადგან მოხუც ბებიას ვუვლი. შესაძლებელია თუ არა სამხედრო სამსახურის გადავადება კოლეჯში პროფესიული განათლების მიღების შემთხვევაში?

პასუხი: საქართველოს „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობას პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის. კერძოდ, თუ პირი ჩარიცხულია პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, მას შეუძლია მიიღოს გაწვევის გადავადება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ უფლების გამოყენება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი, რაც გულისხმობს, რომ ადრე პირს არ უნდა ჰქონდეს მიღებული გადავადება სხვა სასწავლო პროგრამაზე (სტუდენტის ან რეზიდენტის სტატუსით).

შეკითხვა 2 გაქირავებული მაქვს კომერციული ფართი 2-წლიანი ხელშეკრულებით. დამქირავებელმა ჩემთან შეუთანხმებლად ფართი სხვა პირს გადასცა. ისინი ქირას აღარ იხდიან. როგორ მოვიქცე?

პასუხი: აღნიშნული ქმედება ქვექირავნობად მიიჩნევა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დასაშვებია მხოლოდ გამქირავებლის თანხმობის შემთხვევაში. ვინაიდან თქვენთან შეთანხმების გარეშე მოხდა ფართის მესამე პირზე გადაცემა, ხელშეკრულება დარღვეულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ხართ, შეწყვიტოთ ხელშეკრულება და მოითხოვოთ ფართის გათავისუფლება. შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვისთვის რეკომენდებულია პროფესიული იურიდიული კონსულტაციის მიღება.

შეკითხვა 3 ამშენებლო კომპანიისგან დაზარალებული ვარ, ბინის შეძენას ვაპირებდი და ამისთვის თანხას ვაგროვებდი, თუმცა გადავწყვიტე, ეს თანხა ბინის დაგირავებაში ჩამედო, რასაც ვნანობ. ახლა ქირას ვეღარ ვიღებ და არც თანხას მიბრუნებენ. სასამართლოსთვის საჭირო ბაჟის გადასახადისთვის თანხა არ მაქვს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იხდით სასამართლოს ბაჟს, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს სპეციალური განცხადებით, რომელსაც თან დაურთავთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ბაჟის მთლიანად ან ნაწილობრივგან გათავისუფლების, ასევე გადავადების შესახებ.

საადვოკატო ბიურო ნაკაშიძე და პარტნიორები აგრძელებს თქვენს მიერ გამოგზავნილ საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემას. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“

ვრცლად

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

ვრცლად

თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ

თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ

ვრცლად

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის

ვრცლად

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp