ადვოკატ ნათია ნაკაშიძეს სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის დარგის სპეციალიზაციის ადვოკატის სტატუსი მიენიჭა
ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სამშენებლო ამნისტია ადვოკატი599505578 / სიახლე / უძრავი ქონების რეგისტრაცია
ადვოკატ ნათია ნაკაშიძეს სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის დარგის სპეციალიზაციის ადვოკატის სტატუსი მიენიჭა
სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სპეციალიზაცია
გვინდა გაცნობოთ, რომ საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელმა და ადვოკატმა ნათია ნაკაშიძემ წარმატებით გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული „სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის“ სპეციალიზაციის კურსი. კურსი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცედურები,
ქალაქთმშენებლობითი რეგულაციები,
სამშენებლო სამართალდარღვევები და მათი სამართლებრივი შედეგები და ა.შ
სასწავლო პროგრამა შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული მოდულებისგან, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, გაეღრმავებინათ ცოდნა და დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს .დასკვნით გამოცდაზე ადვოკატმა ნათია ნაკაშიძემ მიიღო მაქსიმალური შედეგი 20 ქულიდან 20 ქულა. კურსის დასრულების შემდეგ, მას მიენიჭა სამშენებლო სამართალში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი.
აღნიშნული სპეციალიზაციის კურსი წარმოადგენს საქართველოში პირველი დარგობრივი სერტიფიკაციის მნიშვნელოვან მაგალითს, რომელიც ადასტურებს ადვოკატის განსაკუთრებულ კომპეტენციას სამშენებლო სამართლის კომპლექსურ და დინამიკურ სფეროში. ნათია ნაკაშიძის მიერ წარმატებით მიღებული სპეციალიზებული სტატუსი საშუალებას აძლევს „ნაკაშიძე და პარტნიორებს“ სრულყოფილად და ეფექტიანად გააგრძელოს კლიენტების ინტერესების დაცვა სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სფეროში.
დასკვნით შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, რომლის ფარგლებში კურსის წარმატებით დასრულება ადვოკატებს მიულოცა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, მიუნხენის LMU უნივერსიტეტის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ბერნდ შუნემანმა და ქართულ-გერმანული სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ხუბუამ. შეხვედრაზე ასევე დაანონსდა გერმანიაში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ადვოკატურის წარმომადგენელთა ცოდნის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
ჩვენი ბიუროსთვის აღნიშნული მიღწევა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ პროფესიული განვითარება და მუდმივი ზრდა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“ მზადაა კვლავ უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის სამართლებრივი მომსახურება სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი კლიენტების წარმატებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების ხარისხს.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში
598 419 416
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები
ადვოკატ ნათია ნაკაშიძეს, სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის, დარგის სპეციალიზაციის ადვოკატის სტატუსი მიენიჭა

598 419 416 თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47 Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A