მორიგი სასამართლო გამარჯვება! თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი
მორიგი სასამართლო გამარჯვება!
მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადვოკატ ნათია ნაკაშიძის სარჩელი, რომელიც ნარდობის ხელშეკრულებას ეხებოდა. ადვოკატი ნათია ნაკაშიძე დავაში მას შენდეგ ჩაერთო, რაც მოპასუხემ, რუსეთის მოქალაქემ ავეჯის ხარისხი დაიწუნა და მოითხოვა მისი დემონტაჟი და ნივთების უკან წაღება.
სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა ვალდებულება სრულად შესრულდა ხელოსნების მიერ ხელშეკრულების შესაბამისად და მოპასუხის პრეტენზიები უსაფუძვლო იყო.
სასამართლომ ვალდებულება დააკისრა მოპასუხეს, სრულად გადაიხადოს შეკვეთის ღირებულება – 16580 ლარი, და დამატებით აუნაზღაუროს პროცესისა და ადვოკატის ხარჯები.
განსაკუთრებული მადლობა "ნაკაშიძე და პარტნიორების" ადვოკატებს განსაკუთრებისთ ადვოკატ ნათია ნაკაშიძეს, მათი დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის, ასევე უდიდესი მადლობა ღირსეულ მოსამართლე ლია ავალიშვილს, რომელმაც სამართლიანი და პროფესიონალური გადაწყვეტილება მიიღო.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართლიანობა ყოველთვის იპოვის თავის გზას.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
