iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი
იურიდიული სტატია

სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი

7-06-2025, 14:09 სიახლე 26 ნახვა
სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი

სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სპეციალიზებული კურსი ხორციელდება მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს. კურსის დასრულების შემდგომ მსურველი მონაწილეებისთვის დაიგეგმება სასწავლო ვიზიტი გერმანიაში.

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სფეროში ადვოკატებისთვის/იურისტებისთვის სიღრმისეული და სპეციალიზებული ცოდნის გაზიარება. კურსს გაუძღვებიან დარგის ქართველი და გერმანელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები:

  • გერდ ვინტერი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, ბრემენის უნივერსიტეტი;
  • გიორგი ტყავაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • უჩა ზაქაშვილი, ადვოკატი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი;
  • კობა ყალიჩავა, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, LL.M. (Köln).

კურსის ფორმატი და სწავლების მეთოდი:

კურსით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდული, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური ფორმატით. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ კურსი გაიარონ დისტანციურად. კურსის ფარგლებში სწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები. კურსის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.

კურსის სამიზნე აუდიტორია:

სპეციალიზებული კურსი განკუთვნილია სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის დარგით დაინტერესებული ადვოკატებისათვის/იურისტებისათვის.

არანაკლებ 1-წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ადვოკატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სპეციალიზებულ კურსს და მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს და შეეძლებათ შესაბამის დარგში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართონ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. სპეციალიზებული ადვოკატების შესახებ ინფორმაცია, დარგების შესაბამისად, განთავსდება სპეციალურ რეესტრში და ასოციაციის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. დეტალური ინფორმაცია სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეჩერება-შეწყვეტის წესი, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგებულია ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებით.

კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი:

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 47 საათს, კვირაში 9 (ცხრა) საათიანი დატვირთვით. კურსის დეტალური პროგრამა და განრიგი იხილეთ ბმულზე. კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • ნებართვასავალდებულოობა, საჯარო მშენებლობის სამართლის ძირითადი სისტემა, სამშენებლო სამართლის ძირითადი წყაროები;
  • მშენებლობის ნებართვის ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები;
  • ქალაქთმშენებლობთი ზიანის რეგულირება;
  • მშენებლობის ნებართვის ქალაგეგმარებითი საფუძვლები და ქალაგეგმარებითი ზიანის რეგულირება;
  • კოეფიციენტებისა და სხვა პარამეტრების რეგულირება;
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (გაპი);
  • მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო აქტის გასაჩივრების და შეჩერების წესები;
  • მშენებლობის უსაფრთხოება და ექსპლუატაციაში მიღება;
  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (გაპი),მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო აქტის გასაჩივრების და შეჩერების წესები, მშენებლობის უსაფრთხოება და ექსპლუატაციაში მიღება;
  • სამშენებლო სამართალდარღვევები, ადმინისტრაციული წარმოება და აღსრულების ინსტრუმენტები;
  • სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების თავისებურებანი;
  • სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოება;
  • სახელშეკრულებლო სამართალი (სამშენებლო სამართლის ჭრილში);
  • უფლების დაცვის საშუალებები.

სერთიფიკატის მინიჭების წესი:

კურსის მონაწილეებს Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიენიჭებათ კურსის შემაჯამებელი ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

კურსის საფასური და რეგისტრაციის წესი:

კურსის საფასური შეადგენს 1700 ლარს. ადვოკატთა ასოციაციასთან ინსტიტუციური აკრედიტაციის ფარგლებში ადვოკატები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.

კურსზე რეგისტრაციის მიზნით საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ
საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღები: გერმანულ ქართული სამართლის ინსტიტუტი
საბანკო რეკვიზიტები: GE97BG0000000570071362 (დანიშნულებაში უნდა მიეთითოს „დარგობრივი სპეციალიზაცია” და მონაწილის სახელი, გვარი)

რეგისტრაციამდე გთხოვთ, გაეცნოთ დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებას, კურსის პროგრამას და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ გერმანულ-ქართულ ინსტიტუტს – gelashvilimariami3101@gmail.com, ტელეფონი: 593 50 18 36.

რეგისტრაციის მიზნებისთვის, სავალდებულოა სპეციალიზებულ კურსზე დარეგისტრირების მსურველმა პირმა, სარეგიტრაციოდ განსაზღვრულ ვადაში, სრულყოფილად შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სასწავლო კურსი ადვოკატებისთვის ვირჯინიის შტატში!

სასწავლო კურსი ადვოკატებისთვის ვირჯინიის შტატში!

ვრცლად

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა / notariustapalata / Notary public

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა / notariustapalata / Notary public

ვრცლად

საქართველოში აპოლიტიკური აკადემია გაიხსნა

საქართველოში აპოლიტიკური აკადემია გაიხსნა

ვრცლად

მშენებლობის უფლება-პროექტირება,ნებართვები

მშენებლობის უფლება-პროექტირება,ნებართვები

ვრცლად

მშენებლობის ნებართვა მთელი საქართველოს მაშტაბით.

მშენებლობის ნებართვა მთელი საქართველოს მაშტაბით.

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp