Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

ქორწინების რეგისტრაცია საკონსულოში

ქორწინების რეგისტრაცია საკონსულოში


ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია.


ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.


საქორწილო ასაკია 18 წლიდან. ქორწინებისთვის აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

ქორწინების რეგისტრაცია უფასოა


ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.


წარსადგენი დოკუმენტები:

  1. დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ადასტურებს მათ საქართველოს მოქალაქეობას;
  2. წინა ქორწინების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეწყვეტის/მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. მოწმეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;


გაითვალისწინეთ, რომ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს აპოსტილით.


იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანომ უკვე დაარეგისტრირა თქვენი ქორწინების ფაქტი, მისი ხელმეორედ რეგისტრაცია დაუშვებელია. ქორწინების განმეორებით რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები