iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ბავშვის მამობის დადგენა » სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ
იურიდიული სტატია

სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ

18-05-2023, 12:43 ბავშვის მამობის დადგენა / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 2 014 ნახვა

მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ:

1.ა) ბავშვის დაბადების მომენტისთვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად;

ბ) ბავშვს (სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ), მის ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;

გ) ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება.

2. მამობის დადგენის თაობაზე მშობელთა ერთობლივი განცხადება ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვთან დაკავშირებით შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დედის ორსულობის პერიოდში. ამ შემთხვევაში მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის საჭირო არ არის მშობელთა ახალი განცხადების წარდგენა, თუ წინა განცხადება არ იქნა გამოთხოვილი ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ.

3. მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ: ა) ბავშვი, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში, ან თუ მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ბ) არასრულწლოვანი ბავშვის ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ; დ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ

1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მამობის დადგენის შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

2. მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს მამობის დადგენის რეგისტრაციას და შესაბამისი ცვლილება შეაქვს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.

3. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მამობის დადგენის განსაკუთრებული წესი

1. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები შეტანილია მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ან მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, მამობის დადგენის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამობის დადგენის რეგისტრაცია განხორციელდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მამობის დადგენის რეგისტრაციის შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას შედგენილი მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ბავშვის მამობის დადგენა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მამად აღიარება, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მამობის დადგენა

მამობის დადგენა

ვრცლად

როგორ ხდება ბავშვის მამობის დადგენა?

როგორ ხდება ბავშვის მამობის დადგენა?

ვრცლად

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

ვრცლად

მამობის დადგენის რეგისტრაცია

მამობის დადგენის რეგისტრაცია

ვრცლად

ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა

ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp