iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, 113 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა საქართველოში
იურიდიული სტატია

საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, 113 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა საქართველოში

4-12-2023, 19:47 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / საგადასახადო ადვოკატი / საერთაშორისო სამართალი 190 ნახვა
საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, 113 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა საქართველოში

GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარსდგა. საკომიტეტო მოსმენა ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობასა და მიღწეული შედეგების დამსწრე აუდიტორიისთვის გაცნობას ეხებოდა.

დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 240-მდე სტარტაპია დაფინანსებული, მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 500 მილიონ ლარამდე კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 42 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპების საქართველოში გადამზადებას უზრუნველყოფს. აქსელერაციის პროგრამა უკვე მიმდინარეობს. ამასთან ერთად, საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი შეიქმნა 20 მილიონი ლარის მოცულობით, სადაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 25%- ის თანამონაწილეობით არის წარმოდგენილი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს რეგიონებშიც ახორციელებს საგრანტო პროგრამებს და მხარს უჭერს რეგიონის მოსახლეობის ინოვაციური იდეების განვითარებას. საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში, დაფინანსდა 80 პროექტი. ქვეყნის მასშტაბით, ყველა ტექნოპარკი (ბათუმი, კასპი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ზუგდიდი, ოზურგეთი) სრული დატვირთვით მუშაობს და, ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით, არაერთ პროგრამას, ტრენინგსა თუ ვორქშოფს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. 2023 წელს დაგეგმილია ტექნოპარკის გახსნა სენაკში, 2024 წელს კი - ქუთაისში.

ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე IT ეკოსისტემაზე. საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, 113 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა საქართველოში, რომელთაც, 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, ხელფასის სახით 830 მილიონი ლარი გასცეს, ამასთან შეიქმნა 10 000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საგადასახადო შეღავათების, დაწესების შედეგად, 113 საერთაშორისო, საერთაშორისო IT კომპანია, IT კომპანია
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ - II საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ - II საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

ვრცლად

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

ვრცლად

პარლამენტში კონკურენციის შესახებ კანონზე იმსჯელეს - რა იცვლება?

პარლამენტში კონკურენციის შესახებ კანონზე იმსჯელეს - რა იცვლება?

ვრცლად

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას მხარი

ვრცლად

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp