iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ - II საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა
იურიდიული სტატია

„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ - II საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

20-11-2023, 15:11 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 182 ნახვა
„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ - II საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“, რომელიც თბილისში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 18 ნოემბერს დაიხურა. კონფერენცია, რომელზეც საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებასა და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს, ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში - 300-ზე მეტი დელეგატი, 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირი, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD - ტერესა მორეირა; კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი, OECD- ორი შვარცი.

მთავარი მომხსენებლის რანგში კი კონფერენციაზე მოხსენებით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის გლობალური კონკურენციის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი, უილიამ ე. კოვაჩიჩი გამოვიდა.

ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სერბეთის და ავსტრიის კონკურენციის უწყებებთან მემორანდუმები გააფორმა.

მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მიაწოდა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის საქმიანობის შესახებ დეტალურ ანგარიშში მან ყურადღება საწვავის, ფარმაციის და საბანკო-სადაზღვევო სექტორებზე, ასევე, მომხმარებლის უფლებების და ანტიდემპინგის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე გაამახვილა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, 2024 წლიდან, უწყების სახელწოდებაში ცვლილება შევა და მას კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო ეწოდება.

„სამი დღის განმავლობაში, დარგის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ვიმსჯელეთ. სულ გაიმართა 9 პანელი, სადაც საუბარი კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას, კარტელების, კონცენტრაციების კონტროლს, მომხმარებლის უფლებების დაცვას და ვაჭრობაში სამართლიანი პოლიტიკის ეფექტიან მექანიზმებს შეეხო. ჩვენ წარვადგინეთ ის შედეგები, რაც ქვეყანაში ამ მიმართულებით გვაქვს და საერთაშორისო სპიკერებისგან მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის საერთაშორისო კონფერენციები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფვის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და ის თბილისში მომავალ წელსაც გაიმართება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო კონფერენცია იმართება - მიზანი ინვესტორების ინტერესის გაზრდაა

თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო კონფერენცია იმართება - მიზანი ინვესტორების

ვრცლად

კონკურენციის სააგენტო - მომხმარებელი დაცულია ამანათზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან

კონკურენციის სააგენტო - მომხმარებელი დაცულია ამანათზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან

ვრცლად

პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა

პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების

ვრცლად

ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა

ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე

ვრცლად

კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ ოთხი თვის განმავლობაში 23 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ ოთხი თვის განმავლობაში 23 პირობითი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp