iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
იურიდიული სტატია

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

15-11-2023, 18:34 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 160 ნახვა
„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა 80 ხმით, პირველი მოსმენით „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, რომ ცვლილება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. კერძოდ, კანონს ემატება კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები და ადგენს, რომ მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იქმნება სათანადო შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. კომისია გადაარჩევს განაცხადებს და გასაუბრებას გამართავს ყველა იმ კანდიდატთან, ვინც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკონკურსო კომისია მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა, კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება იწვევს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებისა და საფუძვლების ცვლილებას, რადგან პარლამენტის რეგლამენტის 185-ე მუხლში არის გათვალისწინებული, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული, კომისიის წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და პროცედურები.

წყარო: საქართველოს პარლამენტი

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მაუწყებლის შესახებ კანონი, კანონი მაუწყებლის შესახებ, კანონი, მაუწყებლის შესახებ, ცვლილებები, პარლამენტი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ვრცლად

პარლამენტში კონკურენციის შესახებ კანონზე იმსჯელეს - რა იცვლება?

პარლამენტში კონკურენციის შესახებ კანონზე იმსჯელეს - რა იცვლება?

ვრცლად

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ვრცლად

პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“

ვრცლად

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp