iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » პარლამენტში კონკურენციის შესახებ კანონზე იმსჯელეს - რა იცვლება?
იურიდიული სტატია

პარლამენტში კონკურენციის შესახებ კანონზე იმსჯელეს - რა იცვლება?

22-12-2022, 11:00 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 211 ნახვა
პარლამენტში კონკურენციის შესახებ კანონზე იმსჯელეს - რა იცვლება?

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები განიხილეს. ცვლილებებით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მმართველობითი ორგანოს - საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების თარიღი 2023 წლის იანვრის ნაცვლად 2025 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, მოქმედი კანონით სააგენტოს მოწყობის ფორმა იცვლება. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს მმართველობითი ორგანო პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო იქნება და მისი მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი იანვრიდან. ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის 1 თებერვლამდე უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება.

თუმცა, მომხსენებლის თქმით, არსებული ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამო, მიზანშეწონილია, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადამ გადაიწიოს 2025 წლის პირველ იანვრამდე, რათა საჭირო არ გახდეს ბიუჯეტიდან დამატებითი, მნიშვნელოვანი ოდენობის სახსრების გამოყოფა. შესაბამისად, საბჭოს წევრების სახელფასო ფონდში შესატანი საბიუჯეტო რესურსი და საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისათვის გასაწევი ერთჯერადი ხარჯები მოხმარდება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე კანონებში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და რეგლამენტის პროექტში „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: konkurenciis shesaxeb kanoni, parlamenti, kanonshi cvlileba, parlamentari, saproceduro sakitxebi, komiteti, კონკურენციის შესახებ კანონი, პარლამენტი, კანონში ცვლილება, პარლამენტარი, საპროცედურო საკითხები, კომიტეტი, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პარლამენტი დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ახალ რეგულაციებს განიხილავს

პარლამენტი დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ახალ

ვრცლად

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

ვრცლად

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

ვრცლად

3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა

3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა

ვრცლად

საქართველოს დაკარგული მოქალაქეობის აღსადგენად მიმართვის ვადა 2 წლით გახანგრძლივდება

საქართველოს დაკარგული მოქალაქეობის აღსადგენად მიმართვის ვადა 2 წლით გახანგრძლივდება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp