ამოქმედდა ცვლილება - თბილისში ძაღლის გასეირნება უნდა მოხდეს ან საბელით ან ალიკაპით
ამოქმედდა ცვლილება - თბილისში ძაღლის გასეირნება უნდა მოხდეს ან საბელით ან ალიკაპით
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის შესახებ საკრებულოს ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ღია სივრცეში, მათ შორის პარკებსა და ბულვარებში ძაღლების გასეირნება მხოლოდ საბელით ან ალიკაპით არის დასაშვები.
"ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბელით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით," - მითითებულია აღნიშნულ ბრძანებაში.
აღნიშნული რეგულაციების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემდეგ ჯარიმებს განსაზღვრავს:
ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით (20 ლარის ნაცვლად);
ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
იხილეთ აქ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32-87 2023 წლის 21 ნოემბერი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
