iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » შინაური ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება
იურიდიული სტატია

შინაური ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება

10-05-2023, 16:30 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სიახლე 254 ნახვა
შინაური ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, პარკებში ან ღია სივრცეებში შინაური ბინადარი ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. როგორც გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრთა ინიციატივით მომზადდა.

„პარლამენტში მუშავდება ახალი კანონპროექტი, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, პარლამენტის წევრთა ინიციატივით კანონპროექტი მომზადდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევა. საკითხი ეხება შინაური ცხოველების პარკში და ღია სივრცეში სეირნობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ძაღლების სეირნობა საბელის ან ალიკაპის გარეშე, რასაც ხშირად თან სდევს პრობლემები - ძაღლების ჩხუბი და პატრონიანი ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საკითხს აკონტროლებენ, ვფიქრობთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ იგი მეპატრონეებისთვის შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია ორი პირობა, რომ შინაური ბინადარი ცხოველი სასეირნოდ უნდა გაიყვანოს მეპატრონემ ალიკაპით ან საბელით და ხშირია, რომ ამ პირობების დაცვა არ ხდება. პარლამენტის წევრთა ინიციატივით მომზადებული კანონპროექტით, მოქმედი ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლის ოდენობაც 20 ლარს შეადგენს, 150 ლარამდე გაიზრდება, რაც ვფიქრობთ, რომ შემაკავებელი ეფექტის მომტანი იქნება. ამასთანავე, ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი ქმედება 300 ლარით დაჯარიმდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შინარური ცხოველი, ალიკაპის გარეშე, გასეირნება, ჯარიმები, იზრდება, სამართალდარღვევა, ღია სივრცეში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ვრცლად

დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

ვრცლად

"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა

"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“

ვრცლად

შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობა

შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობა

ვრცლად

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp