იურიდიული სტატია
შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება
✅ 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისში, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:
- აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (ავტობუსები, ე.წ სამარშრუტო ტაქსები, თბილისის მეტრო), გარდა შაბათ-კვირისა;
- გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა).
✅ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:
- სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება);
- კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ (გარდა შაბათ-კვირისა) .
- მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
✅ორგანიზაციები და ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის გამო დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებითა და სხვადასხვა პროგრამით.
შემდეგი ნაბიჯი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
საქართველო
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
კონტაქტი
იტალია
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
