iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სამეზობლო დავები
იურიდიული სტატია

სამეზობლო დავები

5-06-2023, 14:39 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 907 ნახვა
სამეზობლო დავები


ყოფით ცხოვრებაში ხშირია მეზობლებს შორის გარკვეული სახის უკმაყოფილებები, როდესაც მათგან გარკვეული სახის ხელშეშლას აქვს ადგილი. ასეთ დროს საინტერესოა რისი მოთხოვნის უფლება გააჩნია მეზობელს. ამგვარი ემისიები საქართველოს სამოქალაქო კოდექსშია თავმოყრილი.

მეზობლის ცნებაში არ მოიაზრება მხოლოდ მომიჯნავე მიწის ნაკვეთები ან სხვა უძრავი ქონება. მეზობლად მიიჩნევა ნებისმიერი ის უძრავი ქონება,საიდანაც ურთიერთზემოქმედება გამომდინარეობს.მაგალითად:დაუშვებელია წყლის ჩაშვება საცხოვრებელი ბინიდან ქვემოთ,მიუხედევად იმისა,რომ თქვენს ქვემოთ მცხოვრებ მეზობელს წყალი არ ჩასდის და ის კიდევ უფრო ქვემოთ მყოფ მეზობელს ჩაუდის მილების საშუალებით.

სამეზობლო ემისია არის ის მოქმედება ,რომელიც ერთი მიწის ნაკვეთიდან მეორე მიწის ნაკვეთზე შეიძლება გავრცელდეს, რომლითაც გარკვეული სახის დისკომფორტი წარმოიქმნება მეზობლებს შორის. ასეთი მოქმედებები იყოფა არსებითი ან არაარსებითი ხასიათის ზემოქმდებეად. არაარსებითი ხასიათის ემისიის გავრცელება გამორიცხავს მესაკუთრის უფლებას მოსთხოვოს გამავრცელებელს ასეთი ზემოქმედების შეწყვეტა, რომელიც მას გარკვეულწილად ხელს უშლის. ხოლო არსებითის შემთხვევაში უნდა დადგინდეს ექვემდებარება თუ არა სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე თმენის ვალდებულებას და შეუძლია თუ არა კომპენსაციის მიღება.

ემისიების მიეკუთვნება: გაზის სუნი, ორთქლი ,ჭვარტლი, ხმაური, კვამლი, სითბო,რყევები ან სხვა მსგავსი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედებანი.

სამეზობლო სამართალი ერთნაირად ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას უნდა იქნეს დაცული მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის მოვალეობა.მეზობლებს შეუძლიათ მეპატრონეს მოსთხოვონ ისეთი ხმაურის გაკონტროლება,რომლის დასაშვებ ნორმებში მოქცევაც შესაძლებელია.

კომპენსაციის გადახდა აუცილებელია იმ შემთხვევებში ,როცა ზემოქმედება აღემატება ასეთი ადგილისთვის ჩვეულებად მიჩნეულ სარგებლობასა და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. მეზობლის თმენის ვალდებულება უნდა კომპენსირდეს გარკვეული ფულადი თანხით. ის უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის ემისიების ზემოქმედებით გამოწვეული ფაქტობრივი მდგომარეობისა და ემისიების გარეშე ჰიპოთეტური გამოყენების ღირებულებების შედარების შედეგად.

სასამართლო პრაქტიკაში სადავოა ესთეტიკური და ზნეობრივი ხასიათის ზემოქმედების საკითხი.თუ ზემოქმედების რომელიმე სახე არაა განსაზღვრული ,ზემოქმედების ადგილას მიღებული მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს ჩაითვალოს თუ არა ზემოქმედება დაშვებულ ზემოქმედებად. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სუბიექტური ფაქტორებიც.ზემოქმედების დასაშვებობა განსხვავებულია სხვადასხვა ადგილთან მიმართებაში. მაგ: მიწის ნაკვეთი ქალაქშია თუ ქალაქის გარეთ, ან სამრეწველო რაიონთან გვაქვს საქმე თუ საცხოვრებელ უბანთან.

იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მიწის ნაკვეთის უკვე არსებული დაკავშირება გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სამეზობლო დავა, სამეზობლო ემისიები, სამეზობლო სამართალი, მესაკუთრის უფლება, კომპენსაციის გადახდა, აუცილებელი გზა, ადვოკატის მომსახურება, თმენის ვალდებულება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რას გულისხმობს სამეზობლო ემისია?

რას გულისხმობს სამეზობლო ემისია?

ვრცლად

სამეზობლო ურთიერთობიდან წარმოშობილი სამართლებრივი დავები

სამეზობლო ურთიერთობიდან წარმოშობილი სამართლებრივი დავები

ვრცლად

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

ვრცლად

თმენის ვალდებულება–სად გადის ზღვარი?!

თმენის ვალდებულება–სად გადის ზღვარი?!

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია

უძრავი ქონების რეგისტრაცია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp